„სოკარი“ ნავთობპროდუქტებზე ფასებს ამცირებს.

სოკარი ნავთობპროდუქტებზე ფასებს ამცირებს

საერთასორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტებზე ფასების ფარდნა გარკვეულწილად ქართულ ბაზარზეც აისახა. რამოდენიმე დღის წინ კომპანია ვისოლმა ყველა ტიპის საწვავზე ფასები 5 თეთრით შეამცირა, ახლა კი სოკარიც ანალოგიურად მოიქცა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, ფასებმა დაიკლო ყველა ტიპის ბენზინის საწვავზე  „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ავტოგასამართ სადგურებზე,  მთლიანი ქსელის მასშტაბით.

ამჯერად ფასები 5 თეთრით შემცირდა და დღეის მდგომარეობით სოკარის ქსელში ნავთობპროდუქტებზე ფასები შეადგენს: ,,ნანო-რეგულარი’’ – 1,90 ლარი;  ,,ევრო რეგულარი’’ – 1,93 ლარი; ,,ნანო-პრემიუმი’’ – 2,04 ლარი ; ,,სუპერი’’ – 2,12 ლარი; ,,ნანო-დიზელი’’ – 1,87 ლარი; ,,ევრო დიზელი’’ – 2,02 ლარი.

Leave a Reply