Tesla არის პირველი ამერიკული კომპანია, რომელმაც პირველმა დაიწყო ელექტროენერგიაზე მომუშავე ავტომობილების წარმოება.
მსოფლიოში ელექტრომობილებზე მოთხოვნა საკმაოდ დიდი ტემპებით იზრდება, სწორედ, ამიტომ კომპანიამ ავტომობილების აკუმილატორების დასამზადებლად ახალი ქარხნის აშენება გადაწყვიტა.
„როგორც ჩანს ტესლას ოცნებები სრულდება.“ ამ სიტყვებით დაიწყო ახალი ქარხნის მშენებლობის პრეზენტაცია „ტესლას“ გენერალურმა დირექტორმა ელონ მუსკმა
ტესლას აკუმილატორების ქარხანას გიგაფაბრიკა ერქმევა. აღნიშნული სახელი შემთხვევითი არ არის და ის ელექტროენერგიის სიმძლავრის ერთეულთან არის დაკავშირებული. „გიგა“ სიმძლავრის ერთეულია და მილიარდ ვატს აღნიშნავს.
დღევანდელ რეალობაში ტესლას მთავარი მისია სუფთა მომავალია, რომელიც სუფთა ენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტის წარმოებას და ამით მსოფლიო ეკოსისტემის გაუმჯობესებას გულისხმობს.
ქარხნის მშენებლობისთვის 3 048 000 კვადრატული მეტრია გამოყოფილი. ეს ნიშნავს რომ კომპანიას აქვს ყველაფერი მათი მიზნის და ნიკოლა ტესლას ოცნების ასასრულებლად. ამ ქარხნით Tesla 2020 წლამდე ნახევარი მილიონი მანქანისთვის საჭირო აკუმლატორეების ბაზარზე გამოიტანას გეგმავს, რაც ჯამში 50 გიგავატის აკუმილატორების წარმოებას გულისხმობს.
აქვე აღსანიშნავია, რომ გიგაფაბრიკის ასამუშავებლად საჭირო ენერგიას ქარხანა მზისა და ქარის ენერგიისგან მიიღებს. ამ ნაბიჯით კომპანიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ გარემოებას, რომ Tesla გარემოს დაცვითი საკითხებით არის მოტივირებული.
გიორგი კუკულაძე