ვისოლში საწვავის ფასები იკლებს

ვისოლში საწვავის ფასები იკლებს

ვისოლში ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ნავთობპროდუქტებზე ფასის კლების ტენდენციის გათვალისწინებით, საწვავის ფასები უკვე მეორედ მცირდება. გასულ კვირას ფასებმა კომპანიის ქსელში არსებულ დიზელის პროდუქტებზეც 5 თეთრით დაიკლო.

“მოხარული ვართ, რომ მსოფლიო ბაზარზე საწვავზე ფასების შემცირებამ საშუალება მოგვცა ჩვენს ქსელში არსებულ ბენზინის პროდუქტზე ფასი 5 თეთრით შევამციროთ. თუ ფასების კლების ტენდენცია საერთაშორისო ბაზარზე კვლავ შენარჩუნდა, ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ქსელში საწვავის ფასზე და შესაბამისად შემცირდება”,–აცხადებს ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯიას გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.

Leave a Reply