საბერძნეთი სოკართან გაზის სისტემის მიყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

საბერძნეთი სოკართან გაზის სისტემის მიყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

საბერძნეთი და აზერბაიჯანი SOCAR-სთვის DESFA-ს აქციების მიყიდვას განიხილავენ,-აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული Trend.az წერს.

აღნიშნული თემა საბერძნეთის მინისტრის პანოს სკერლეტისა და SOCAR Energy SA Greece-ის გენერალური დირექტორის ანარ მამედოვის შეხვედრაზე იქნა განხილული. საბერძნეთი, DESFA-ს 49% აქციების მიყიდვას განიხილავს სოკარისთვის. 2013 წლის დეკემბერში სოკარმა მოიგო ტენდერი DESFA-ს 66% აქციების 400 მილიონ ევროდ ყიდვის შესახებ.

“ეს არ არის ჩვენი პრობლემა, ეს საბერძნეთისა და ევროკავშირის შორის რეგულაციების პრობლემაა. ჩვენ გავიმარჯვეთ ტენდერში და რა ხანია, ველით ევროკომისიის თანხმობას”,-განაცხადა მამედოვმა სატელევიზიო ინტერვიუში.

შეთანხმება ვეღარ გაჩერდება გაყინულ მდგომარეობაში, რადგან ვადა აგვისტოში იწურება. მონაცემების თანახმად, საბერძნეთის სახელმწიფოს, SOCAR-ისთვის, DESFA-ს აქციების მხოლოდ 49%-ის მიყიდვა სურს და არა 66%-ისა, როგორც შეთანხმებაში იყო აღნიშნული, თუმცა სოკარის წარმომადგენლობას არ სურს იმაზე ცოტა აქციების მიღება, რაც შეთანხმებაში იყო აღნიშნული,-წერს Naturalgaseurope.

“დიდი წილი საბერძნეთის ბუნებრივი აირის ქსელისა, დიდ ინვესტიციებსა და კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას ნიშნავს. ჩვენ უკვე გვაქვს ეს გამოცდილება საქართველოში განხორციელებული გაზმომარაგების სისტემის განვითარების შემდეგ”,-აცხადებს SOCAR-ის ოფიციალური წარმომადგენლობა, რომლებმაც, Naturalgaseurope-ის ინფორმაციით, ანონიმურობა არჩიეს.

აღნიშნული პროექტების გარდა, მუშავდება TANAP-ისა (ტრანსანატოლიური ბუნებრივი აირის მილსადენი) და TAP-ის (ტრანსადრიატიკული მილსადენი) კონსტრუირების საკითხი. დაახლოებით 870 კილომეტრიანი მილსადენი შეუერთდება TANAP-ს თურქეთისა და საბერძნეთის საზღვარზე, გაივლის საბერძნეთს, ალბანეთსა და ადრიატიკის ზღვას და მივა სამხრეთ იტალიის ტერიტორიაზე. მილსადენის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება. TAP-ის თავდაპირველი სიძლიერე 10 მილიარდი კუბური მეტრი წელიწადში იქნება და ყოველ წელს 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე შეძლებს გაფართოებას.

TAP-ის აქციების პაკეტი შედგება BP (20%), SOCAR (20%), Statoil (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) and Axpo (5%).

ibusiness.ge

Leave a Reply