ქვესადგურის ”ხორგა 220/110” და ელექტროგადამცემი ხაზების ხორგა 1,2-ის მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონია 31 ივლისს გაიმართა.
ახალი ქვესადგურის მშენებლობა ქვეყნის ენერგეტიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას; ფოთის ინდუსტრიული ზონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. პროექტის დასრულება 2016 წლის პირველ ნახევარში იგეგმება. აღნიშნული პროექტი „აზიის განვითარების ბანკი“-ს ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ხორციელდება.
ორჯაჭვა ელექტროგადამცემ ხაზზე „ხორგა-1,2” სამშენებლო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოების ¾ უკვე შესრულებულია. დარჩენილია მხოლოდ ათი ანძის სამონტაჟო და მეორე ჯაჭვზე სადენის მონტაჟის სამუშაოები.
გარდა ამისა, ქვესადგურში “მენჯი-220“ ხორციელდება ,,ხორგა 1,2“-ის ახალი, 220 კვ-ის უჯრედების მშენებლობის სამუშაოები.ელექტროგადამცემი ხაზები ”ხორგა 1,2” ქვესადგურ ”მენჯი 220”-ს ქვესადგურ ხორგა 220”-თან დააკავშირებს.
გადამცემი ხაზების მშენებლობა სექტემბრის თვეში, ხოლო ქვესადგურის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება.