ჰიდროელექტროსადგურების ტიპები

ჰიდროელექტროსადგურების ტიპები

დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა, სახელმწიფოს ენერგოუსაფრთხოებისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის აუცილებელი ფაქტორია.

დიდ ჰიდროელექტროსადგურებს ძირითადად კაშხლები გააჩნია. კაშხლიან სადგურებს ის უპირატესობა აქვთ, რომ შესაძლებელი ხდება მდინარის წყლის დაგროვება და მისი საჭიროებისამებრ გამოყენება. ყველაზე დიდი უპირატესობა, კი არის ის, რომ კაშხალში დაგროვებული წყლის გამოყენება შესაძლებელია მაშინ, როცა ქვეყანაში ელექტროენერგიის პიკური მოთხოვნაა.

გარდა კაშხლიანი ჰიდროელექტროსადგურებისა არსებობს სადგურები, რომლებიც მდინარის მოდინებაზე მუშაობენ. ასეთი ტიპის სადგურების მუშაობის პრინციპი არის შემდეგი: მდინარის წყალი მიმართულია ჰესის სადერივაციო არხისკენ საიდანაც წყალი  ჰესის ტურბინების ამუშავებას და ელექტროენერგიის გენერაციის პროცესს უზრუნველყოფს.

მასშტაბური კაშხლიანი ჰიდრო პროექტები ხშირ შემთხვევაში კრიტიკის საგანი ხდება. გარემოს დაცვითი ორგანიზაციაბი მასშტაბურ ჰიდროპროექტებს ეწინააღმდეგებიან და ამის მიზეზად გარემოსა და კლიმატის ცვლილებებს ასახელებენ. ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალური ჰიდროენერგეტიკული ასოციაციის პროგნოზით კი ახალი ჰიდროენერგეტიკული პროექტების განხორციელება 2020 წლამდე მავნე აირების გამოყოფას 8%-ით შეამცირებს.

იზი ალადაშვილი

Leave a Reply