მსოფლიო ბანკი ირანის მიმართ სანქციების გაუქმებით, ნავთობის ფასის 10 დოლარით შემცირებას ელოდება. მსოფლიო ბანკის პროგნოზით, ირანთან სავაჭრო ურთიერთობების განახლებით ყველაზე მეტად ამერიკა, ჩინეთი, ინდოეთი და თურქეთი მოიგებს. არსებული პროგნოზით, ირანისთვის სანქციების მოხსნით, მსოფლიოში ნავთობის წარმოება, დღეში მილიონი ბარელით გაიზრდება.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2016 წლიდან, ირანის ნავთობის ბაზარზე დაბრუნება ფასების შემცირებას გამოიწვევს, რაც ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს აზარალებს.
სანქციების მოხსნის შემდეგ, მსოფლიო ბანკი ირანში ეკონომიკურ ზრდასაც პროგნოზირებს. ბანკის ანალიტიკოსების ინფორმაციით, ირანის ეკონომიკა 2016 წელს 5 პროცენტით გაიზრდება, წლევანდელი 3 პროცენტის ნაცვლად. ბანკის პროგნოზი უმეტესად სავაჭრო ურთიერთობების აღდგენას ეხება. როგორც მსოფლიო ბანკის ანგარიშშია აღნიშნული, იზოლაციიდან გამოსვლა, ირანის სავაჭრო ბრუნვას დაახლოებით 17 მილიარდით გაიზრდის.
ibusiness.ge