2013 წელს მსოფლიოში ელექტროენერგიის მთლიანი გენერაციის 40%-იანი წილი ქვანახშირით მიღებული ელექტროენერგია იყო. 2000 წლიდან მოხმარებული ქვანახშირის რაოდენობა, რომელიც 4 600 მილიონ ტონას შეადგენდა 70 %-ით გაიზარდა და 2013 წელს 7 876 მილიონ ტონამდე გაიზარდა. 2012-2013 წლებში კი მოთხოვნამ 2 დან 2,4%-მდე მოიმატა.
21-ე საუკუნეში ჯერჯერობით ყველაზე გავრცელებული ენერგიის წყარო ქვანახშირია. მიუხედავად იმისა რომ 2000-დან 2013 წლამდე მისი მოხმარება მხოლოდ 0,4%-ით გაიზარდა ქვანახშირის მოხმარება მაინც ყველაზე სწრაფად მზარდ წიაღისეულად რჩება.
ქვანახშირის მეშვეობით წარმოებული ელექტროენერგია ხშირად გარემოს დამცველი ორგანიზაციების მხრიდან კრიტიკის საგანი ხდება, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც “მწვანეები” აცხადებენ სწორედ ქვანახშირზე დამოკიდებული ელექტროენერგიის გენერაციის ობიექტები არის ყველაზე მავნე გარემოზე.
ქვანახშირის უდიდესი ნაწილი აზიაში იხარჯება, განსაკუთრებით ჩინეთში ხოლო ყველაზე ნაკლებად კი ევროპის ქვეყნებში.
გიორგი კუკულაძე