საქართველოს ნავთობის და გაზის კორპორაცია

„შაჰ-დენიზის“ საბადოდან გაზის მიწოდება შეწყვეტილია

მიმდინარე წლის 3 აგვისტოდან 23 აგვისტოს ჩათვლით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში „შაჰ-დენიზის“ საბადოს მოპოვების პლატფორმაზე წინასწარ დაგეგმილი და გრაფიკით მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, სამხრეთ-კავკასიური მილსადენით გაზის მიწოდება „შაჰ-დენიზის“ საბადოდან შეწყვეტილია როგორც საქართველოს, ასევე თურქეთის მიმართულებით. დღეისთვის საქართველოს გაზით მომარაგება, ძირითად მომწოდებელ აზერბაიჯანულ კომპანია „სოკართან“ შეთანხმებით, შეუფერხებლად და სრულად ხორციელდება საქართველოში შემომავალი სხვა მილსადენებიდან.

სამხრეთ-კავკასიური მილსადენიდან (ბაქო-თბილისი-ერზრუმი) გაზის მოწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში 23 აგვისტოსთვის, რაზეც არანაირი გავლენა არ ექნება თურქეთში გაზსადენზე მომხდარ აფეთქებას.

Leave a Reply