ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

ირანი მზადაა ნავთობის მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში გაზარდოს

ირანის ნავთობის მინისტრის,  ბიჟან ნამდარ ზანგენეს განცხადებით, ქვეყანა მზადაა ნავთობის მოპოვება საერთაშორისო სანქციების მოხსნიდან ერთ კვირაში გაზარდოს.

მისი თქმით ირანს შეუძლია მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში, დღეში 500,000 ბარელით გაზარდოს, ხოლო სანქციების მოხსნიდან ერთ თვეში კი დღეში მილიონი ბარელით. როგორც მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, სანქციები ირანის წინააღმდეგ სავარაუდოდ ნოემბრიდან გაუქმდება. ირანის ნავთობის რეზერვებით უკვე დაინტერესდნენ, ნავთობპროდუქტების ისეთი მწარმოებლები, როგორებიცაა BP და Royal Dutch Shell. მწარმოებლებთან კონტრაქტების განხილვას კი ირანი დეკემბერში, ლონდონში გამართულ კონფერენციაზე გეგმავს.  ირანი სანქციების დაწესებამდე ოპეკის მეორე მსხვილი ნავთობ მომპოვებელი იყო.

ექსპერტების შეფასებით ირანული ნავთობის საერთაშორისო ბირჟებზე დაბრუნება მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ნავთობპროდუქტებზე ფასების კლებას. მათი პროგნოზით 2016 წლის გაზაფხულზე 1 ბარელის ფასი ნავთობზე სავარაუდოთ 40 დოლარს ჩამოსცდება.

ipress.ge

Leave a Reply