ნავთობის ფასის ვარდნა გრძელდება

ნავთობის ფასის ვარდნა გრძელდება

მსოფლიოში ნავთობზე ფასი ბოლო 6 თვის განმავლობაში ყველაზე მეტად დაეცა.

ირანის მხრიდან წარმოების გაზრდის შესახებ გაკეთებულმა განცხადებამ და ჩინეთის საფონდო ბირჟის კრიზისმა ნავთოზე ფასი შეამცირა. ბოლო ვაჭრობის შედეგად, Brent-ის ტიპის ნავთობის ფასი, ლონდონის ბირჟაზე, 51,85 დოლარამდე შეამცირა (-1,53), ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა ბარელზე  46,77 შეადგინა (- 1,67) .

ირანის ნავთობის მინისტრის,  ბიჟან ნამდარ ზანგენეს განცხადებით, ქვეყანა მზადაა ნავთობის მოპოვება საერთაშორისო სანქციების მოხსნიდან ერთ კვირაში გაზარდოს. მისი თქმით ირანს შეუძლია მოპოვება სანქციების მოხსნიდან 1 კვირაში, დღეში 500,000 ბარელით გაზარდოს, ხოლო სანქციების მოხსნიდან ერთ თვეში კი დღეში მილიონი ბარელით. როგორც მინისტრმა ადგილობრივ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, სანქციები ირანის წინააღმდეგ სავარაუდოდ ნოემბრიდან გაუქმდება. ირანის ნავთობის რეზერვებით უკვე დაინტერესდნენ, ნავთობპროდუქტების ისეთი მწარმოებლები, როგორებიცაა BP და Royal Dutch Shell. მწარმოებლებთან კონტრაქტების განხილვას კი ირანი დეკემბერში, ლონდონში გამართულ კონფერენციაზე გეგმავს.  ირანი სანქციების დაწესებამდე ოპეკის მეორე მსხვილი ნავთობ მომპოვებელი იყო.

ipress.ge

Leave a Reply