“საწარმოს ხელმძღვანელობა ჩვენს შრომას აფასებს, ჩვენ მათ კეთილგანწყობას და ასე ერთობლივი ძალისხმევით ვვითარდებით“ – ამბობს “პანცილიონის“ საწარმოს ყველაზე უფროსი თანამშრომელი ბადრი ბოჭორიშვილი. -“პანცილიონში“ რა გამოცდილებით მოხვედით? –კომუნისტების პერიოდში ერთ-ერთი საპროექტო ინსტიტუტის დირექტორად ვმუშაობდი. Nike Air Max Dame შემდეგ დრო შეიცვალა, მე თანამედროვე ყოფას ვერ მოვერგე და დავრჩი უმუშევარი… Air Max 2015 Flyknit Goedkoop სხვათაშორის, ინსტიტუტში 16 წლის მივედი… ჯერ დამხმარე მუშად ამიყვანეს, შემდეგ ნელ-ნელა დავწინაურდი და რამდენიმე წელიწადში დირექტორი გავხდი. -“პანცილიონის“ გუნდს როდის შემოუერთდით? –უკვე მე-5 წელია რაც ამ თბილ, გემრიელ და საყვარელ სამსახურში მოვხვდი. ძალიან კმაყოფილი ვარ რომ სწორედ ამ საწარმოში აღმოვჩნდი, რადგან აქ არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული, ძალიან მეგობრული გუნდი… საწარმოს ხელმძღვანელობაც შესანიშნავი გვყავს – მუდმივად საწარმოს განვითარებაზე და თანამშრომლებისთვის კარგი პირობების შექმნაზე არიან ორიენტირებულები. Nike Air Max 90 BR Dame ისინი ჩვენს შრომას აფასებენ, ჩვენ მათ კეთილგანწყობას და ასე ერთობლივი ძალისხმევით ვვითარდებით. –დიდი ხანი ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდით… თქვენი აზრით, რა არის საჭირო კომპანიის განვითარებითვის? –პირველ რიგში ხარისხი… Nike Air Max 90 Hyperfuse Dames ამის გარეშე ღირებულს ვერაფერს შექმნი და ვერც ბაზარზე დაიმკვიდრებ სახელს, მითუმეტეს, რომ კონკურენცია საკმაოდ მაღალია ავეჯის სფეროში. საწარმოში მე რკინის კარკასის შედუღება მევალება, ანუ ის რაც განაპირობებს ავეჯის სიმყარეს და შესაბამისად, ხარისხს. Nike Darwin Goedkoop ამიტომ გაასმაგებული პასუხისმგებლობით ვუდგები ჩემს საქმეს. სულ მალე “პანცილიონი“ ახალ, საკუთარ საწარმოს გახსნის, რომელიც იქნება უფრო დიდი მასშტაბის და რაც მთავარია, გაცილებით თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი.
