აფბა: ქართულმა ნავთობკომპანიებმა ფასები იმაზე ადრე გაზარდეს, ვიდრე აქციზი გაიზრდებოდა

აფბა: ქართულმა ნავთობკომპანიებმა ფასები იმაზე ადრე გაზარდეს, ვიდრე აქციზი გაიზრდებოდა

„ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა“ ქართული საწვავის ბაზარზე არსებულ მდგომარეობას აფასებს. როგორც „აფბას“ ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი აცხადებს, კომპანიებმა ბოროტად ისარგებლეს აქციზის გადასახადის ზრდით და საწვავზე ფასები იმაზე ადრე გაზარდეს, ვიდრე აქციზის გადასახადი გაიზრდებოდა.

„ბოლო 2 თვის მანძილზე, ქართულ საწვავის ბაზარზე ფასების კორექტირება, ზრდის კუთხით 5 ჯერ მოხდა და საერთო ჯამში საწვავის ფასი 18 %- ზე მეტით გაიზარდა. ქართულ ბაზარზე ფასების ზრდის რამდენიმე ფუნდამენტური მიზეზი დასახელდა, ისეთები როგორებიც იყო, მსოფლიო ბირჟებზე ნავთობის ფასის მატება, ეროვნული ვალუტის დევალვაცია და ნავთობპროდუქტებზე აქციზის გადასახადის გაზრდა. 2016 წლის დეკემბერში მსოფლიო ბაზარზე მცირედით, მართლაც გაიზარდა ნავთობის ფასი და მან ბარელზე 58 დოლარს მიაღწია, რისი მიზეზიც „ოპეკის“ 10 დეკემბრის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც „ოპეკის“ წევრი ქვეყნები მოპოვების შემცირებაზე კიდევ ერთხელ შთანხმდნენ. Nike Air Max Heren Goedkoop ამ პერიოდისთვის ქართულმა ნავთობიმპორტიორმა კომპანიებმა წინასწარ საშუალოდ 5 თეთრით გაზარდეს ერთი ლიტრი ბენზინის ფასი. (ლარის კურსი დროის ამ მონაკვეთში 2.58). Nike Air Max Dame ამის შემდეგ ეროვნულმა ვალუტამ დევალვაცია განიცადა და კომპანიებმა კიდევ 5 თეთრით გაზარდეს საწვავის ღირებულება. Nieuwe Air Max კიდევ ერთი პრევენციული ქმედება ნავთობპროდუქტების იმპორტიორმა კოპანიებმა 2016 წლის დეკემბრის მიწურულს მოახდინეს, როდესაც საწვავის ფასზე მოქმედი ყველა ძირითადი პარამეტრის უცვლელობის პერიოდში საწვავის ფასი კიდევ ერთხელ გაზარდეს 5 თეთრით. Air Max Tailwind 7 Goedkoop „აფბა“ მიიჩნევს, რომ კომპანიებმა ამ ქმედებით, აქციზის გადასახადის მოსალოდნელი ზრდა გამოიყენეს მოგების კიდევ უფრო გასაზრდელად და აქციზის გადასახადის მარჟა წინასწარ ჩადეს საწვავის ფასში.

რაც შეეხება დღევანდელ მდგომარეობას, დღეს ერთი ლიტრი პრემიუმის ტიპის საწვავის ღირებულება 2.19 ლარს აღწევს, ამის მთავარ განმაპირობებელ ფაქტორად კი აქციზის გადასახადის გაზრდა სახელდება. მაგრამ თუ გადავხედავთ ძირითად განმაპირობებელ ფაქტორებს ნათლად ჩანს რომ კომპანიებმა იმაზე გაცილებით მეტად გაზარდეს საწვავის ფასი, ვიდერე ამას აქციზის გადასახადი და სხვა ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებს.

2017 წლის პირველი იანვრიდან, აქციზის ღირებულება ერთ ლიტრ საწვავში გაიზარდა 15 % -ით, 2016 წლის დეკემბრიდან დღემდე კი საწვავის ფასი ქვეყანაში გაიზარდა 18.26% -ით. Nike Darwin Goedkoop ამას ემატება ბოლო ერთ თვეში თითქმის 10 % – მდე შემცირებული ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზრებზე და ბოლო 2 კვირაში თითქმის 8% – ით გამყარებული ლარი“ – აცხადებს ბაირახტარი.

მისივე თქმით, დღეს ნავთობკომპანიები უსამართლოდ გაბერილი ტარიფებით ოპერირებენ, რასაც სახელმწიფო ვერაფერს უპირისპირებს და ზიანდება ისედაც რთულ ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩავარდნილი მომხმარებელი.

Leave a Reply