კომპანია „საქნახშირი ჯი-აი-ჯი“ შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს რეკომენდაციებს შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით წარმატებით ახორციელებს. როგორც შრომის პირობების უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტში აცხადებენ, ამ დროისთვის რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია და ტყიბულის შახტას, ქვეყანაში არსებულ მაღაროებთან შედარებით, ყველაზე სერიოზული გაუმჯობესება აქვს. nike air max 1 pas cher „კომპანია „საქნახშირის“ მიმართ ჯანდაცვის სამინისტრომ 40-მდერეკომენდაცია გასცა. ჩვენი ინფორმაციით, მათი დიდი ნაწილი ამ დროისთვის შესრულდა, ხოლო დანარჩენი ვალდებულებების შესრულება ეტაპობრივად მიმდინარეობს. საერთოჯამში, კომპანიამ 300 ათას ლარზე მეტი დახარჯა არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად და უსაფრთხოების ნომრების და სტანდარტის ასამაღლებლად. nike air max 180 chaussures ჩემს ხელთ არსებული სტატისტიკის მიხედვით, ამ თვალსაზრისით ტყიბულის შახტას, ქვეყანაში არსებულ მაღაროებთან შედარებით, ყველაზე სერიოზული გაუმჯობესება აქვს,“ – აცხადებს შრომის პირობების უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი. „საქნახშირის“ ადმინისტრაციის განმარტებით, ამ დროისთვის კომპანიამ ნაკისრი ვალდებულებების უმეტესი ნაწილი შეასრულა, გრძელვადიანი პროექტების განხორციელება ჯერ კიდევ მიმდინარეობს გრაფიკის მიხედვით. „კომპანია „საქნახშირმა“, საქართველოს პროფკავშირთან და ჯანდაცვის მონიტორინგის სამსახურთან ერთად, მნიშვნელოვანი სამუშაოები გაწია. ყველა თანამშრომელს დაურიგდა შრომითი ხელშეკრულებებისა და შინაგანაწესის ახალი ვარიანტი. მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა სალიანდაგე მეურნეობის წესრიგში მოსაყვანად. მთლიანად შეიცვალა 836 გრძივი მეტრი სარკინიგზო ხაზი; გაიწმინდა და მოწესრიგდა შახტის ეზო; მოეწყო განათება და სხვ. ე.წ. ძიძიგურის შახტაში გაუქმდა ავარიული დეპო, საიდანაც საველში, სადაც მეშახტეები გადაადგილდებიან, აკუმულატორების მჟავის სუნი გამოდიოდა და აშენდა ახალი დეპო, ინდივიდუალური ვენტილაციის სისტემით. უნდა ითქვას, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციათა უმეტესობა უკვე გათვალისწინებული და შესრულებულია, თუმცა კომპანიაში სამუშაოები კვლავაც გრძელდება და ყველა ვალდებულება ეტაპობრივად შესრულდება,“ -აცხადებენ „საქნახშირის“ ადმინისტრაციაში. nike air max femme pas cher „საქნახშირის“ ადმინისტრაციის ამ განცხადებას „საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირების“ თავმჯდომარე თამაზ დოლაბერიძეც ეთანხმება. მისი თქმით, კომპანიამ მართლაც დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაზეც თავად მეშახტეები საუბრობენ. „მეშახტეების თქმით, კომპანიამ არაერთი სასიკეთო ცვლილება განახორციელა შახტებზე შრომის პირობების, ეკოლოგიური მდგომარეობის, საწარმოს გადაიარაღებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების ამაღლებასთან დაკავშირებით. Fjallraven Kanken Kinderen გარემონტდა საყოფაცხოვრებო ბლოკები და სველი წერტილი, ასევე – ძიძიგურის შახტის ადმინისტრაციული კორპუსი, სადაც, ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სამუშაო ბინეტების გარდა, გასახდელები, საშხაპეები და კვების ობიექტია განთავსებული. ქალაქის დამტვერიანების შესამცირებლად დაიწყო გამამდიდრებელი ქარხნის გვერდით მდებარე ნარჩენების რეგულარული დანამვა და პარალელურად ამ ნარჩენების მეორადი გადამუშავება, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ნარჩენების დიდი გროვა აღარ იარსებებს. New Balance Femme მეშახტეები იმასაც აღნიშნავენ, რომ გეგმის შესრულებისა და მასთან ხელფასის შესაბამისობის დადგენის პროცედურაც გაუმჯობესდა და ე.წ. „ნარიადი“ უფრო მაღალი ტარიფით დგინდება. გარდა ამისა, შეთანხმება შედგა მთელ რიგ კონკრეტულ საკითხებზე, მათ შორის მეშახტეებისთვის დამატებითი ბენეფიტების დაწესებაზე. იმედს ვიტოვებთ, რომ მეშახტეებთან ურთიერთობა ასევე პარტნიორულ რეჟიმში გაგრძელდება, რაც სამომავლოდ უფრო მეტის მიღწევის გარანტი გახდება,“ – აცხადებენ „საქართველოს მეტალურგთა, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირებში“.
