მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებული Doing Business 2017-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველო ელექტროენერგიის მიღების კუთხით 26 პოზიციით დაწინაურდა და 65-ე ადგილიდან 39-ზე გადაინაცვლა.
როგორც ანგარიშში აღნიშნულია, გაუმჯობესდა ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობა, რადგან დაწესდა საჯარიმო სანქციები ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირისა (SAIFI) და ელექტროენერგიის გათიშვების საშუალო ხანგრძლივობის (SAIDI) დადგენილი ნორმების გადაჭარბებაზე. lancel pas cher ასევე, გაუმჯობესებულია ელექტროენერგიის გეგმურ წყვეტებთან დაკავშირებით მომხმარებელთა ინფორმირებულობა. Fjallraven Kanken No.2 ”ელექტროენერგიის სექტორში მოქმედი წესები, რომლის საფუძველზეც ელექტროენერგიის გამანაწილებელი კომპანიები უწევენ მომხმარებელს გამარტივებულ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებას, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის მიერ შემუშავებული რეგულაციაა. compra mochilas kanken „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების“ მიხედვით, მომხმარებელს, რომელსაც სურს ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე მიერთება და ელექტროენერგიის მიღება, შეუძლია მიმართოს გამანაწილებელ კომპანიას განაცხადით, რომელიც „ერთი სარკმლის“ პრინციპის შესაბამისად, კომისიის წესებით განსაზღვრულ ვადებში უზრუნველყოფს ყველა სამუშაოსა და მომხმარებლისათვის ელექტროენერგიის მიწოდებას. fjallraven kanken კომისია მონიტორინგს უწევს ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის სიხშირისა (SAIFI) და ელექტროენერგიის გათიშვების საშუალო ხანგრძლივობას (SAIDI).