საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

საქართველოში საწვავის იმპორტი 12,3%-ით გაიზარდა

მიმდინარე წლის პირველი 9 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 92 ათასი ტონით ანუ 12,3%-ით გაიზარდა და 840,9 ათასი ტონა შეადგინა – ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს:

„მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა 96,1 ათასი ტონა შეადგინა, რაც 1,7 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს თვის მაჩვენებელს. Nike Flyknit Air Max Heren მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა 57,5 ათასი ტონა შეადგინა (მატება 7,9 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა – 38,6 (კლება 6,3 ათასი ტონით) ათასი ტონა,” – ნათქვამია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, ბენზინის საწვავის იმპორტმა, საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2016 წლის სექტემბრის თვეში საქართველოში A-91 რეგულარი მარკის ბენზინზე – 38,2 ათასი ტონა ანუ 66,5%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზიზე – 18,3 ათასი ტონა ანუ 31,8%, A-98 სუპერი მარკის ბენზინზე – 1,0 ათასი ტონა ანუ 1,7% შეადგინა. Air Max 2015 Zwart Wit Goedkoop რაც შეეხება დიზელის საწვავის იმპორტს კატეგორიების მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში 50PPM (ევრო დიზელი) – 36,3 ათასი ტონა ანუ 94,0%, L-62 დიზელის საწვავი – 2,3 ათასი ტონა ანუ 6,0% შეადგინა.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან იუწყებიან, ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა (32,6 ათასი ტონა) 2016 წლის სექტემბრის თვეში რუმინეთიდან განხორციელდა, რაც მთელი იმპორტის 33,9%-ს შეადგენს. Air Max 2015 Dames Goedkoop შემდეგ მოდიან: ბულგარეთი – 14,1 ათასი ტონა (14,7%), რუსეთი – 11,9 ათასი ტონა (12,4%), თურქმენეთი – 11,9 ათასი ტონა (12,4%), აზერბაიჯანი – 11,3 ათასი ტონა (11,7%), საბერძნეთი – 7,4 ათასი ტონა (7,7%), იტალია – 4,0 ათასი ტონა (4,2%), უკრაინა – 2,9 ათასი ტონა (3,0%).

”2016 წლის სამი კვარტლის შედეგებით ბენზინის იმპორტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 86,5 ათასი ტონით ანუ 27,3%-ით გაიზარდა და 403,2 ათასი ტონა შეადგინა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტი 5,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით 437,7 ათას ტონამდე გაიზარდა. Nike FS Lite Run Goedkoop რაც შეეხება სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებს: მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში 10,6 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმის იმპორტი განხორციელდა, რაც 2,2 ათასი ტონით ნაკლებია აგვისტოს თვის მაჩვენებელთან შედარებით. Nike Free Run 3 Goedkoop სულ 2016 წლის 9 თვის განმავლობაში ბითუმის იმპორტმა 85,3 ათასი ტონა შეადგინა, რაც 18 ათასი ტონით ანუ 26,7%-ით აღემატება 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა 1,8 ათასი ტონა შეადგინა, რაც ფაქტიურად ანალოგიურია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

Leave a Reply