ჩოხატაურის რაიონის სოფელ ზემო სურების ენერგომომარაგება გაუმჯობესდება
,,ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ტექნიკური სამსახური, სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.იცვლება 10 კვ ქსელი, რომელიც ძირითადად მდინარის პირას და ტყის მასივებში გადადიოდა. ახალი პროექტით, ხაზები გადმოტანილია გზის პირას. სამუშაოების დასრულების შემდეგ, აბონენტებისთვის ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი გაუმჯობესდება.
სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია სოფლებში ,,დიდი ვანი“ და ,,შუა სურები“. კომპანიის ტექნიკური სამსახური, ამჟამად სოფელ ზემო სურებში აწარმოებს სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე დღეში დასრულდება.
აღნიშნულ სოფლებს, ,,ენერგო-პრო ჯორჯია“ 2014 წლიდან აწვდის ელექტროენერგიას, 2015 წელს კი კომპანიამ მოახდინა ამ სოფლების ინდივიდუალურად გამრიცხველიანება. ამ პერიოდში, აბონენტებს, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მრიცხველები დაუმონტაჟდათ.