რუსეთი ინდოეთთან აწარმოებს მოლაპარაკებებს ინდოეთში გაზის მილსადენის მშენებლობის ორი ქვეყნის ერთობლივი პროექტის შესახებ. ამის შესახებ ალექსანდრე ნოვაკმა „როსია 24“-თან საუბრისას განაცხადა.
„ინდოელ კოლეგასთან შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ სხვადასხვა პროექტი, მათ შორის ინდოეთში გაზსადენის მშენებლობის ერთობლივი პროექტი“. – განაცხადა ალექსანდრე ნოვაკმა, მისი თქმით, უკვე მიღებულია გადაწყვეტილება რუსულ ინდური სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ, რომელიც ამ საკითხის ყველა ასპექტს შეიმუშავებს. ადრე ინდოეთმა რუსეთს რუსულ-ჩინური გაზსადენის ინდოეთის ტერიტორიამდე გაფართოება შესთავაზა. ინდოეთი ყოველწლიურად 50 მლრდ კუბ.მ გაზს მოიხმარს, 30 მლრდ კუბ.მ საკუთარი მოპოვების პირობებში
ენერგოდაიჯესტი