კომპანია „ტრანსელექტრიკას“ ტექნიკური ხელმძღვანელის დავით მირცხულავას განცხადებით, ნებისმიერი დიდი პროექტის, როგორიც არის ”ხუდონი”, ”ნენსკრა” და”ნამახვანი” – განხორციელების დაწყებას მეტიმოთმინება სჭირდება, რომ გადაწყვეტილებაეფექტური იყოს.
ასე უპასუხა მირცხულავამ ჟურნალისტის შეკითხვას თუ რას ფიქრობს, ენერგეტიკის სამინისტროს გაჭიანურებულ პასუხზე ”ხუდონჰესის” მშენებელობასთან დაკავშირებით.
მირცხულავას თქმით, მართალია მემორანდუმის შედეგების შესრულებას დიდი ხანია ელოდებიან, თუმცა ”ხუდონი” ერთ-ერთი ყველაზე დიდი და რთული პროექტია, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებას დიდი დრო სჭირდება და საზოგადოება ყველაფერს გაგებითუნდა მოეკიდოს. რაც შეეხება მთავარ ენერგეტიკულ გამოწვევებს, მირცხულავა მიიჩნევს, რომ ენერგეტიკის სამინისტროს მიერ შემუშავებული პოლიტიკა მთელ ქვეყანაზე უნდა აისახოს და არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ პროექტზე.
„რაც შეეხება ტარიფების პოლიტიკას, ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა, რომ ეს შეეხებაყველა ახლად დადებულ მემორანდუმს. ზოგადად, ქვეყნისთვის აუცილებელიაენერგოუსაფრთხოების კუთხით დანახული ენერგოპოლიტიკა, ვინაიდან ჩვენ სატრანზიტო ქვეყანა ვართ. nike air max pas cher აუცილებლად უნდა დავუთმოთ დრო ენერგეტიკულ დიპლომატიასაც. ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ამ ასპექტში საჭიროა უნიფიცირებული მიდგომა ყველა ახალი ობიექტისადმი“, – განაცხადა მირცხულავამ.
მისივე თქმით, საჭიროა ჩამოყალიბებული იყოს მეთოდიკა, რომლითაც შეფასებული იქნება პროექტების ენერგეტიკული ღირებულება. რაც შეეხება ”ხუდონსჰესის” პროექტს, დავით მირცხულავას თქმით, როცა ამ პროექტზეა საუბარი, იქ განიხილავენ მხოლოდ გამომუშავებას, მაგრამ ეს იქნება მარეგულირებელი სადგური, რომელიც დაახლოებით ნახევარ მილიარდ კილოვატს უმატებს ”ენგურჰესს”. მირცხულავა მიიჩნევს, რომ მისი ჯამური ეფექტი გაცილებით მეტი იქნება ვიდრე ერთჯერადად, ცალკე აღებული პროექტის განხილვისას.
ივნისში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ილია ელოშვილმა განაცხადა, რომ “ხუდონჰესის” პროექტზე სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული სამუშაოები დროებით შეჩერდა. ამ პროექტის გაჭიანურების მიზეზად მან საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიმდინარე მოლაპარაკებები დაასახელა, რომელიც სატარიფო პოლიტიკის გადახედვას ითვალისწინებს. Nike Air Max Shoes UK მოგვიანებით პროექტზე მუშაობის შეჩერების ინფორმაცია დავით მირცხულავამ „კომერსანტთან“ უარყო.
ჰიდროელექტროსადგურ ხუდონჰესის პროექტი ერთ-ერთი ყველაზე გაჭიანურებულ პროექტებს შორისაა. Fjallraven Kanken Classic მისი აშენების იდეა არც მეტი არც ნაკლები 1985 წლიდან არსებობს. თუმცა, ამ დრომდე პროექტის განხორციელება ვერცერთმა ხელისუფლებამ ვერ შეძლო. fjällräven kånken No.2 ერთი მხრივ, პრობლემას ქმნის ის გარემოება, რომ სადგური ხაიშის თემში უნდა აშენდეს, რაც მოსახლეობის გასახლების შემდეგ უნდა მოხდეს, ხაიშელების ნაწილი კი გადასახლების წინააღმდეგია. მეორე მხრივ, ხელისუფლებასა და ინვესტორ კომპანია „ტრანსელექტრიკა ჯორჯიას“ შორის საბოლოო შეთანხმება ვერ მოხდა. უკვე რამდენჯერმე დაანონსდა მაღალი თანამდებობის პირების, მათ შორის ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის მხრიდან, რომ ხუდონჰესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნებოდა. მიუხედავად განცხადებებისა, პროექტი ამ დრომდე დაწყებული არ არის.
როგორც ვიცეპრემიერი კალაძე ამბობს, არსებობს გარკვეული შეუთანხმებლობები ინვესტორ კომპანიასთან დაკავშირებით, თუმცა, დეტალებზე არ საუბრობს. fjallraven kanken sale მანამდე ხელისუფლებამ კომპანიას ოფშორული ზონიდან გამოსვლა და მფლობელების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროვება მოსთხოვა.