ბერძნების განახლებადი ენერგიის პროექტები, რომელთა მიზანი იყო ქვეყნის დამოკიდებულება რუსეთიდან იმპროტირებულ ენერგიაზე შეემცირებინა, გაურკვეველი დროით შეჩერდა.
საბერძნეთი უარს ამბობდა შემოთავაზებულ ეკონომიკურ რეფორმებზე, როგორც საერთაშორისო კრედიტორების შეჩერების უკანასკნელ მცდელობაზე და ამით ცდილობდა არ დაწყებულიყო ეკონომიკური კრიზისი.
ორი ბერძნული საინვესტიციო წყარო იტყობინება, რომ უკვე 4 უდიდესი განახლებადი ენერგიის პროექტი შეფერხდა. ამის მიზეზად კი ისინი რისკს ასახელებენ, ასევე, აღნიშნავენ, რომ თუ ვინმე მაინც შეძლებდა პროექტის დაფინანსებას, ეს უახლოეს მომავალში არ მოხდებოდა.
საბერძენთი შარშან გამოვიდა 6 წლიანი რეცესიიდან, რამაც თითქმის გაანადგურა ქვეყნის ეკონომიკის მეოთხედი. მაგარამ ეკონომიკური ზრდა წელს ისევ შეჩერდა და გაჩნდა ეჭვი, რომ მემარცხენე მტავრობა კრედიტორებთან შეთანხმებას ვერ შეძლებს.
ევროკავშირმა გაზარდა მოთხოვნა განახლებადი ენერგიის ტექნოლოგიებზე, ამით ისინი ცდილობენ შეამცირონ ნახშირბადის დიოქსიდის მომარება, ასევე, გაზის და ნავთობის იმპორტი, განსაკურებით რუსეთიდან.
ალტერნატიულ ენერგიას საბერძნეთისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა მზის და ქარის ენერგიით საკმაოდ მდიდარია, მაგრამ საბერძნეთი, ასევე, დამოკიდებულია იმპორტირებულ საწვავზე. საბერფძნეთში მიმდინარე ენერგოპროექტების მიზანია 2020 წლამდე განახლებადი ენერგიით ქვეყნის საერთო ენერგიის 40 % თავად გამოიმუშაოს.
ამ საკითხზე საკონსულტანციო კომპანია Frost & Sullivan-ის არც ისე სახარბიელო პროგნოზის მიხედვით საბერძენთი წლის ბოლომდე მხოლოდ 17 ან 18 %-მდე ენერგიის გამომუშავებას შეძლებს 2020 წლამდე კი მხოლოდ 20 %-ისას.
წახალისება
ინდუსტრიული მოთამაშეები ამბობენ რომ საბერძნეთი წახალისების სახით უკვე რამდენიმე წელია იღებს ფულს, განახლებადი ტექნოლოგიებისთვის. ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნები, მაგალითად ესპანეთი.
„ მათ 2012 წელს გაგვაცნეს ზომები, რომელმაც შეცვალა დახმარების სქემა და ქვეყნებმა უკან გადარიცხეს უკანასკნელი ფინანსური კრიზისის დროს განახლებადი ენერგიისთვის მიღებული თანხა“ განაცხადა Frost & Sullivan-ის კონსულტანტმა. მან ასევე აღნიშნა, რომ საბერძნეთში ჯერ კიდევ შეიძლება იყოს ინვესტორები რომელიც ამ პროგრამებს განაგრძობენ, თუმცა მათი რიცხვი ბევრი არ იქნება.
“ახალი ჩარჩო“
19 ევროპული ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ერთმანეთს შეხვდებიან იმაზე, რომ გადაწყვიტონ დაიწყონ თუ არა მოლაპარაკებები ათენის ენერგო პროექტებიდან გასვლის შესახებ.
როგორც როიტერი იტყობინება ათენს მოუწევს განახლებადი ტექნოლოგიების ახალი დამფინანსებლის მოძებნა , იმიტომ რომ ისინი ევროკავშირიდან დახმარებას არ ელიან. უცხოური ბაკებისგან მიტოვებული ენერგო პროგრამა დახმარებას მხოლოდ ადგილობრივი ბანკებისგან და კერძო ინვესტორებისგან ელის.
Watson Farley & Williams-ის წარმომადგენლის განცხადებით ამ პროექტებში დასაქმებული ხალხისთვის ადვილი არ იქნება ნდობის დაბრუნება. „მე ველი, რომ სანამ 3 ან 6 თვე არ გავა მანამდე კი ინვესტორები ვერ დარწმუნდებიან იმაში რომ კრიზისმა ნამდვილად ჩაიარა“
გიორგი კუკულაძე