ონის ჰესების კასკადი აშენდება

ონში ჰესების კასკადი აშენდება

16 ივლისს, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმა კომპანია „ფერისთან“ „ონის ჰესების კასკადის“ მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ. ასევე, საქართველოს თანაინვესტირების ფონდთან ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს  „მტკვარი ჰესის“ პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ; თავის მხრივ, საქართველოს თანაინვესტირების ფონდმა და კომპანია „ფერიმ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს ონის ჰესების კასკადის პროექტის ერთობლივ განხორციელებასა და „მტკვარი ჰესის“ პროექტის ფარგლებში გვირაბის მშენებლობის თაობაზე.
ონის ჰესების კასკადი რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარეში, ონის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე აშენდება. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $330 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება. ჯამური დადგმული სიმძლავრე 177.2 მგვტ-ია, ხოლო ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 789 მლნ კვტ.სთ. ჰესების კასკადის მშენებლობის პერიოდი 6 წლით განისაზღვრა. პროექტში ინვესტიციას ახორციელებენ: შპს „ფერი“, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი და კომპანია „რობინსი“ (Robbins Company).

Leave a Reply