ეს ხელს უშლის ბიზნესის ჯანსაღ გარემოს, მის განვითარებას. ერთი კუთხით, მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, პრევენციის სახე ექნება.
ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე პრემიერი კახა კალაძე

ნავთობკომპანიების დაჯარიმების გადაწყვეტილებას პრევენციის სახე ექნება

ენერგეტიკის მინისტრის, ვიცე-პრემიერ კახა კალაძის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებულ ნავთობკომპანიებს უფლება აქვთ გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრონ და ამაში მათ ხელს არავინ შეუშლით. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, რომ კონკურენციის სააგენტოს მიერ დაჯარიმებული ნავთობკომპანიები კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

რაც შეეხება უშუალოდ, კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობპროდუქტების ბაზრის კვლევას, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს პროცესი 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ამ მიმართულებით ძალიან შრომატევადი სამუშაოები ჩატარდა.

“ძალიან დიდია საქმის მასალები. კონკრეტულ კომპანიებს რაც შეეხება, მათ ედავებიან იმას, რომ მიმდინარეობდა ფასების შეთანხმება საბოლოოდ მომხმარებლისთვის. ეს რა თქმა უნდა, არის ძალიან ცუდი. ეს ხელს უშლის ბიზნესის ჯანსაღ გარემოს, მის განვითარებას. ერთი კუთხით, მე ვფიქრობ, ეს გადაწყვეტილება, რაც იქნა მიღებული, პრევენციის სახე ექნება. როგორც მოვისმინე, სხვადასხვა მიმართულებითაც დაწყებულია კვლევები და ალბათ, მომავალში ყველა გაითვალისწინებს, რომ ასეთი შეთანხმებები დამაზიანებელი იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის და ეკონომიკაში ჯანსაღი გარემოს შექმნისთვის”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ნავთობკომპანიები აპირებენ ჩივილს, კალაძემ აღნიშნა, რომ ეს ნორმალური პროცესია და ეს მათი უფლებაა.

 

“ხელის შეშლას არავინ აპირებს. მათი უფლებაა და შეუძლიათ სარჩელი შეიტანონ სასამართლოში”, – განაცხადა კახა კალაძემ.

Leave a Reply