EBRD: ”ენგურჰესმა” პირველი კარბონ კრედიტების გაყიდვა დაასრულა
ენგურჰესი

EBRD: ”ენგურჰესმა” პირველი კარბონ კრედიტების გაყიდვა დაასრულა

ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ოპერატორმა კომპანიამ შპს ”ენგურჰესმა” პირველი კარბონ კრედიტების გაყიდვა დაასრულა. როგორც EBRD-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ეს გარიგება წლების მანძილზე განხორციელებული ინვესტიციების დაგვირგვინებაა, რამაც 2012 წლის ბოლოს კიოტოს პროტოკოლის სუფთა განვითარების მექანიზმის ფარგლებში პროექტის დარეგისტრირება გამოიწვია.

ბანკის განცხადებაში მითითებულია, რომ ამ ტრანზაქციის ფინანსური მხარის აღსრულება რთულ საბაზრო პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ეს არის მნიშვნელოვანი მიღწევა ენგურჰესისათვის, რომელსაც ახლა შეუძლია მიიღოს დამატებითი ფინანსური სარგებელი ემისიების შემცირების გაყიდვების გზით. გარიგებას მხარს უჭერდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ნახშირბადის პროექტისა და აქტივების განვითარების პროგრამის ფარგლებში ტექნიკური დახმარების გზით, რაც გულისხმობდა ენგურჰესის გაყიდვების სტრატეგიის ჩამოყალიბებასა და ემისიის შემცირების ვერიფიკაციას 2014 წლის იანვრიდან 2014 წლის აგვისტომდე.

შედეგად, ენგურჰესმა 400 000-ზე მეტი კარბო კრედიტი აწარმოა და მიყიდა ნორვეგიულ საწარმო სტატკრაფტს. ამ გარიგებაში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ პირველად მოხდება ნახშირბადის პროექტის განვითარების ციკლის დასრულების ხარჯების ნაწილის ანაზღაურება CPADF–ის ფარგლებში. ხარჯების კომპენსაცია დაკავშირებულია ნახშირბადის კრედიტების წარმატებით გაყიდვასთან.

ამგვარად, EBRD იღებს ნახშირბადის პროექტის განვითარების რისკს. ამ პროცესში, ბანკს სურს გაზარდოს თავისი კლიენტების მონაწილეობა ნახშირბადის გლობალურ ბაზარზე. EBRD -იმ დააფინანსა ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაცია, რომელიც ამჟამად საქართველოში მოხმარებული ელექტროენერგიის 40%-ს გამოიმუშავებს. შესაკეთებელი სამუშაოების შემდეგ ჰიდრო ელექტრო სადგურის მთლიანი სიმძლავრე 10-დან 15%-მდე გაიზარდა, რამაც საგრძნობლად შეამცირა ემისია. შემცირებულმა ემისიამ ნაწილობრივ მოახდინა თბილისში ჩატარებული ბანკის 2015 წლის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის გარემოსდაცვითი შედეგების კომპენსირებაც. შეხვედრა ახლახანს ოფიციალურად გამოცხადდა კარბონ ნეიტრალურ ღონისძიებად.

 

Leave a Reply