კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ ნავთობკომპანიები 55 მილიონი ლარით დააჯარიმა

კონკურენციის სააგენტომ მოკვლევის შედეგად გამოავლინა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტი.

კონკურენციის სააგენტომ სხვადასხვა კომპანიებს, მათ შორის ვისოლს, სოკარს, რომპეტროლს, გალფს, ლუკოილს და კიდევ 30-ზე მეტ ნავთობკომპანიას ჯამში 55 მილიონი ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.

საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე გთავაზობთ წამყვანი ნავთობკომპანიების ჯარიმის ოდენობებს

  1. შ.პ.ს: “სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი”-14,381,385 ლარი
  2. შ.პ.ს: “სან პეტროლიუმ ჯორჯია” (იგივე გალფი) – 11,267,384 ლარი
  3. შ.პ.ს: “რომპეტროლ საქართველო” – 10,845,806 ლარი
  4. ს.ს: “ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია” – 10,426,391 ლარი
  5. შ.პ.ს: “ლუკოილ-ჯორჯია” – 4,750,260 ლარი

ასევე დაჯარიმდნენ სხვადასხვა არაბრენდირებული ნავთობკომპანიები.

“სსიპ კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მ/წ. 14 ივლისის №81 ბრძანებით მიღებულ იქნა გადაწყვეტილება – სააგენტოს ინიციატივით 2014 წლის 12 ნოემბერს დაწყებული საავტომობილო საწვავის (ბენზინი, დიზელი) სასაქონლო ბაზრის მოკვლევის დასრულების შესახებ. მოკვლევის შედეგად გამოვლინდა ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“, ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტების დარღვევის ფაქტი, რაზეც შესაბამის ეკონომიკურ აგენტებს, ხსენებული კანონის 33-ე მუხლის გათვალისწინებით, დაეკისრათ ჯარიმა – ჯამში 55 მილიონამდე ლარის ოდენობით”,-აცხადებენ სააგენტოში.

ამასთან, მოკვლევის შედეგებთან დაკავშირებით ანგარიში – ინფორმაციის კონფიდენციალობის დაცვით, ანოტაციის სახით, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში (10 დღე) გამოქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

Leave a Reply