ინოვაციური მზის ენერგიის გენერატორი

ინოვაციური მზის ენერგიის გენერატორი

გერმანელი არქიტექტორის, ანდრეი ბროსელის მიერ მზის ენერგიის ასათვისებლად შემუშავებული იქნა ახალი ტექნოლოგია. ახალი საინჟინრო-ტექნიკური გადაწყვეტა მიზნად ისახავს მზის ენერგიის ათვისებას ღამითაც და მაშინ, როცა მზის დასხივება ძალიან სუსტია. კონკრეტულად არქიტექტორმა შექმნა სადგური, რომელიც არის სფერული გეომეტრიის პრინციპებზე დაყრდნობილი, და ის ორმაგი სანავიგაციო ღერძით არის აღჭურვილი, რაც ტრადიციული სადგურისგან განხვავებით მარგი ქმედების კოეფიციენტის 2–ჯერ გაზრდის საშუალებას იძლევა.

ახალი სადგურის დიზაინი შემუშავებულია ისე, რომ მას სრული ბრუნვა შეუძლია, ასევე განთავსების მხრივ ნაკლებად პრობლემურია და მისი განთავსება ყველგან არის შესაძლებელი, მათ შორის შენობების კედლების ზედაპირზეც.

სადგურს, ასევე, გააჩნია ჰიბრიდული კოლექტორი თბური ენერგიის ელექტროენერგიის გარდასაქმნელად. მისი ერთ–ერთი მთავარი უპირატესობა, ასევე, არის სადგურის სფერული ფომა, რომელიც 57%–ით ამაღლებს გენერაციის პროცესის ეფექტურობას.

ღამის საათებში მზის სადგურზე დამონტაჯებული ბურთი და მასზე დამაგრებული სარკისებრი დეტალები ნათების საშუალებას იძლევა. სადგური სიბნელეში ავტომატურად გადადის დაბალი სიმძლავრის გამოყენებაზე და რამდენიმე „ლედ“ განათებით შესაძლებელი ხდება მაღალი სიმძლავრის შესაბამისი განათების მიღება სადგურის ირგვლივ.

sun-power-generator

solar-collector-system

beta-ray-generator

electric-car-charging-station

betaray

betaray-prototype

betaray-sun-power

გიორგი კაპანაძე

Leave a Reply