გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის გიგლა აგულაშვილის განცხადებით, ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორიის ამოქმედება ქვეყანაში აუცილებელია.
მისი თქმით, ამ ტიპის ლაბორატორიები არის კარგი საშუალება, იმისათვის, რომ სამეცნიერო პოტენციალი გაიზარდოს.
„აღნიშნული ლაბორატორიები, საქართველოს, რთული პირობებდან გამომდინარე, ჰაერივით სჭირდება. ამ ტიპის ლაბორატორიები არის შესანიშნავი, როგორც სასწავლო, ასევე პრაქტიკული საშუალება იმისათვის, რომ ერთის მხრივ, ქვეყანაში სამეცნიერო პოტენციალი გაიზარდოს, მეორეს მხრივ, ქვეყანას გაეზარდოს პასუხისმეგბლობა მიმდინარე პროცესების მართვასთან, კონტროლთან და მონიტორინგთან დაკავშირებით“, – განაცხადა აგულაშვილმა.
მისი თქმით, აღნიშნული კვლევითი ლაბორატორია და გარემოს ეროვნული სააგენტო სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„ჩვენ გამოვხატეთ თანხმობა, რომ ასეთი ტიპის ლაბორატორიის შექმნა ქვეყანაში, იქნებოდა ძალიან კარგი. ასევე, გამოვხატეთ მზაობა, რომ აღნიშნული ლაბორატორია და გარემოს ეროვნული სააგენტო მომავალში აქტიურად ითანამშრომლებენ“, – განაცხადა მინისტრმა.
ცნობისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ზღვის რესურსების მართვის ქართულ-ავსტრიულ პროექტს იწყებს, რომლის ფარგლებში, ჰიდრავლიკური და ჰიდროტექნიკური კვლევების ლაბორატორია ამოქმედდება.