„მესტიაჭალა 1 ჰესის“ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა ცხადდება.
ენერგეტიკის სამინისტრომ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, მდ. მესტიაჭალაზე ასაშენებელი მესტიაჭალა 1 ჰესის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის ჩატარების, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების მიზნით ინტერესთა გამოხატვა გამოაცხადა. ინტერესთა გამოხატვა კომპანია „სვანეთი ჰიდრო”-ს განაცხადის საფუძველზე გამოცხადდა.
„მესტიაჭალა 1ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრე 23.7 მვტ-ია, წლიური გამომუშავება კი 103.50 მლნ.კვტ.სთ. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 34,200,000 აშშ დოლარს შეადგენს.
დაინტერესებულმა პირებმა პროექტის განხორციელების შესახებ განაცხადი ინტერესთა გამოხატვით დადგენილი პირობების შესაბამისად ენერგეტიკის სამინისტროში (სანაპიროს ქ. №2) 2015 წლის 7 აგვისტოს, 18:00 საათამდე უნდა წარადგინონ.