საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო და აზერბაიჯანის ალტერნატიული და განახლებადი ენერგიების წყაროების სახელმწიფო სააგენტო შეთახმდნენ, რომ შეიქმნას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი ალტერნატიული ენერგეტიკის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე აზერბაიჯანის ალტერნატიული და განახლებადი ენერგიების წყაროების სახელმწიფო სააგენტოს თავჯდომარეს აკიმ ბადალოვს შეხვდა.
ბადალოვმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ ორ ქვეყანას აქვს დიდი პოტენციალი, რომ გამოიყენოს ალტერნატიული და განახლებადი ენერგიის წყაროები.
შეხვედრაზე გადაწყდა, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და აზერბაიჯან შორის. ასევე, გადაწყდა გაიმართოს გახშირებული ორმხრივი შეხვედრები, რათა იქნეს გაზიარებული გამოცდილება ალტერნატიული ენერგეტიკის სფეროში.
ამჟამად, აზერბაიჯანის ელექტროენერგეტიკული სისტემის დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 7,2 ათას მეგავატს შეადგენს.
აზერბაიჯანში განახლებადი ენერგიის წყაროების ჯამური პოტენციალი 12000 მგვტ-ს აღემატება. აქედან, უდიდესი ნაწილი მოდის მზის ენერგიაზე, რომელიც შეფასებულია 5000 მგვტ-ით. ქარის ენერგიაზე მოდის 4500 მგვტ, ბიომასა – 1500 მგვტ, გეოთერმული ენერგია – 800 მგვტ და 350 მგვტ არის მცირე ჰესების განვითარების პოტენციალი.
მომდევნო 5 წლის განმავლობაში, აზერბაიჯანი გეგმავს 100-მდე ობიექტის განვითარებას, ალტერნატიული/განახლებადი ენერგიის წარმოების მიზნით.
2014 წელს, აზერბაიჯანში ინვესტიციებმა ალტერნატიულ ენერგეტიკაში მიაღწია 63,6 მილიონ მანათს. აქედან 34,9 მლნ მანათი მზის ენერგეტიკის სექტორში, ხოლო 28,7 მლნ ქარის ენერგიის განვითარებაში იქნა მიმართული.
2000 წლიდან, ჯამში ამ სექტორში 800 მლნ მანათის ინვესტიცია განხორციელდა.
ცნობისთვის, ალტერნატიული და განახლებადი ენერგიების წყაროების სახელმწიფო სააგენტო შექმნილია აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად, 2013 წლის პირველ თებერვალს.
ენერგოპლატფორმა