ნიკოლა ტესლა ელექტროენერგეტიკის მამამთავარი

ნიკოლა ტესლა მრავალი ადამიანისთვის წარმოადგენს მეცნიერებისა და მშვიდობის გამაერთიანებელ ძალას. ტესლას დროის ხალხი მას თვლიდა ,,ადამიანად, რომელმაც XX საუკუნე გამოიგონა”. ნიკოლა ტესლა – ეროვნებით სერბი, დიბადა 1856 წლის 10 ივლისს, მაშინდელი ავსტრიის იმპერიის პატარა მთიან სოფელ სმილიანაში. მისი მამა სოფლის მართმადიდებელი მღვდელი იყო. ნიკოლა ბავშვობაში ხშირად ასხამდა სანთელს და მის შუქზე ღამღამობით მამის ბიბლიოთეკიდან მოპარულ წიგნებს კითხულობდა. მისი ყოველი ღამე სავსე იყო ხილვებითა და მოჩვენებებით – ზღპრული გოლიათებითა და საიდუმლო ნიშნებით. სწორედ ამ დროს აღმოაჩინა ნიკოლა ტესლამ თავის თავში უცნაური შესაძლებლობები.

  • მას შეეძლო 3 ოთახის იქით მყოფი საათის წიკწიკის გაგონება.
  • ბუზის, მაგიდაზე სიარულის ხმა ჩაქუჩის დარტყმასავით ჩაესმოდა ყურში.
  • რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ვაგონის გადაადგილების ხმისგან მთელ სხეულში კანკალი ეწყებოდა.
  • ვერაფრით ახშობდა მისი სკამის ვიბრაციას, რომელსაც 32 კმ-ის იქით გავლილი მატარებლისგან წამოსული სტვენა იწვევდა.
  • იძულებული იყო, საწოლის ქვეშ რეზინის ბალიშები დაელაგებინა, რათა ბგერით ვიბრაციებს მისთვის ხელი არ შეეშალათ.
  • სიბნელეში ღამურასავით შეეძლო ობიექტის დისტანციიდან აღქმა შუბლის მიდამოში გაჩენილი თავისებური შეგრძნების მეშვეობით.

მისთვის საკმარისი იყო გონებაში წარმოედგინა რაიმე მექანიზმი, საქსოვი დაზგისა ან წისქვილის მსგავსი, მას შეეძლო თვალი ედევნებინა მათი მუშაობისათვის, შეეტანა შესწორებები, შეემოწმებინა თითქოს მისი შექმნილი იყო. მისი მეხსიერება იმდენად სრულყოფილი იყო, რომ ასობით წაკითხული წიგნიდან ახსოვდა თითოეული წინადადება, სურათი და ნახაზი.

1872 წელს 20 წლის ასაკში ტესლას უკვე ცვლადი ძაბვის გენერატორის გამოგონება ჰქონდა. მან შექმნა პირველი პრაქტიკული ასინრონული ძრავი და ასევე მბრუნავ მაგნიტურ ველზე მომუშავე მექანიზმების განვითარება დაიწყო.

ტესლამ მუშაობა განაგრძო ნიუ-იორკში, თომას ედისონის ლაბორატორიაში. ამ უკანასკნელს არ მოსწონდა ტესლას იდეები ცვლადი ძაბვის შესახებ. ედისონს ამ დროისათვის კარგი შემოსავალი ჰქონდა მიღებული მუდმივი დენის ძრავებისა და გენერატორების წარმოებისაგან. ეს დანადგარები რთული და არაეფექტური იყო. ამიტომ ტესლაში ძლიერ კონკურენტს ხედავდა. ედისონის ლამპები, რომლებიც მუდმივ დენზე მუშაობდნენ, ძალიან სუსტი იყო. ასეთი სისტემით შორ მანძილზე დენის სადენებით გადასაცემად მაღალი ძაბვა იყო საჭირო. გაყვანილობები ვერ უძლებდნენ დატვირთვას. საჭირო იყო ყოველ 3 კმ-ში ელექტროსადგურები დაედგათ. ტესლას შემოთავაზებული ცვლადი დენი წამში 50-60-ჯერ იცვლიდა მიმართულებას და მოწყობილობები თავისუფლად გაუძლებდნენ მაღალ ძაბვას. ენერგიის დანაკარგიც ძალიან უმნიშვნელო იყო მუდმივი დენისგან განსხვავებით. აშკარა იყო, რომ მომავალი ცვლად დენს ეკუთვნოდა. ერთხელ ედისონმა ტესლას 10  გადაუჭრელი ამოცანა მისცა. ამ უკანასკნელს მუდმივ დენზე მომუშავე დინამო მანქანები და ძრავები უნდა გაეუმჯობესებინა. ამ სამუშაოსათვის ნიკოლას შეპირდა 50 000 დოლარი გასამრჯელო. ტესლამ რამდენიმე კვირაში ყველა ამოცანა გადაჭრა, მაგრამ ედისონისაგან მოტყუებული აღმოჩნდა. ამის შემდეგ ედისონის ლაბორატორიაში  ტესლა აღარ გამოჩენილა. ერთი წლის განმავლობაში იგი ყველანაირ შავ სამუშაოზე მუშაობდა: თხრიდა ორმოებს, მუშაობდა პორტში მტვირთავად და სხვა.

ეთხელ მან გაიცნო ამერიკელი ინჟინერი გვარად ბრაუნი. სწორედ ბრაუნი გამოდგა ის „გიჟი“, რომელსაც შეეძლო ტესლას იდეების დაჯერება. მას მხოლოდ 50 დოლარი ჰქონდა, რომლითაც მცირე ფირმა „ტესლა არკ ლაით კომპანი“ დაარსეს. ეს ფირმა ქუჩის ფანრების შეკვეთებს იღებდა. ბრაუნი ირწმუნებოდა, რომ ეს საქმე მილიონობით მოგებას მოიტანდა და ის მართალი აღმოჩნდა. რომოდენიმე თვის შემდეგ ფირმამ მისამართი გამოიცვალა და ედისონის ფირმის მახლობლად განლაგდა მე-5 ავენიუზე. კიდევ რამოდენიმე თვის შემდეგ ტესლას ტექნიკის უკანასკნელი სიტვით აღჭურვილი ლაბორატორია გააჩნდა. ახლა მას შეეძლო აღარ ეფიქრა ფულზე და მთელი დრო თავისი გამოგონებებისა და იდეების განხორციელებისათვის დაეთმო, რომლებიც მის წარმოდგენაში მრავალი წელი არსებობდა. უპირველესად მან დაამზადა ცვლადი დენის გენერატორები და ორფაზიანი ძრავები, გამოსცადა და დაამტკიცა მათი ეფექტურობა. მასზე ჯურნალები და გაზეთები წერდენ. იგი მიწვეული იყო ელექტროტექნიკის ლექციების წასაკითხად.

ერთი წელიც არ იყო გასული, რომ ცნობილმა ინჯინერმა და მრეწველმა გეორგ ვესტინგჰაუსმა შესთავაზა მილიონი დოლარი პატენტში. მას ცვლადი დენის გამოყენება ქარხნებში სურდა ძრავებსა და განათებებში. ტესლამ 1 ცხენის ძალაში 1 დოლარი მოსთხოვა წელიწადში. ვესტინჰაუზი დათანხმადა, მაგრამ იგი ვერ წარმოიდგენდა, რომ სამი წლის შემდეგ, როცა ელექტროძრავების სიმძლავრეები 15 მილიონ ცხენის ძალას გადააჭარბებდა ტესლას წინაშე მუხლებზე დგომა მოუწევდა შეთანხმების პირობების შესაცვლელად. ამ კონტრაქტის მეშვეობით ტესლას შეეძლო, გამხდარიყო მსოფლიოში პირველი მილიარდერი, მაგრამ მან ეს დოკუმენტი ნაკუწებად აქცია. მიზეზი კონტრაქტის ქვეტექსტი იყო, რომელიც ეწინააღმდეგებოდა მის ხედვას თავისუფალი ენერგიის მომავალთან დაკავშირებით – ელექტროენერგია გახდებოდა მდიდარი ადამიანების შემოსავლის წყარო და ღარიბ ხალხს მასზე წვდომა არ ექნებოდა.

მალე ნიაგარას ჩანჩქერზე აგებულ ელექტროსადგურში ტესლას პატენტის მიერ შექმნილმა გენერატორებმა დაიწყეს მუშაობა, შემდეგ კი ძველ და ახალ სამყაროს ნაწილებში. 1887 წლის აპრილში ტესლამ ვაკუუმის მილების გამოყენებით ,,X სხივები”-ზე დაიწყო მუშაობა. მისი მოწყობილობა განსხვავდებოდა სხვა X სხივების მოწყობილობებისგან, რადგან არ ჰქონდა სამიზნე ელექტროდი. ამ სხივებს რენდგენის სხივების სახელითაც იცნობს საზოგადოება. 1891 წლის დასაწყისში ტესლამ მოახდინა ენერგიის უსადენო გადაცემის დემონსტრირება. ამ ტიპის ელექტრულ გამტარობას დღემდე უწოდებენ ,,ტესლას ეფექტს”.

10-Ideas-That-Prove-Nikola-Tesla-Was-The-Greatest-Scientist-In-History

მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან ტესლა მილიონერია. მას არ გააჩნია საკუთარი სახლი. მისი სახლი ლაბორატორიაა, სადაც დღე-ღამეში 20 საათს ატარებს და სტუმრებსაც აქ იღებს. მისი აზრით მთელი სივრცე დედამიწასა და კოსმოსში გაჯერებულია ენერგიით. ტესლა იწყებს მაღალი სიხშირის დენებზე და ძაბვებზე ცდების ჩატარებას სპეციალური ტრანსფორმატორის მეშვეობით. ამ ტრანსფორმატორს დღეს-დღეობით ტესლას ტრანსფორმატორს ეძახიან.  ეს ტრანსფორმატორი დიდ ინტერესს იწვევდა, რომელსაც რკინის გულანა არ გააჩნდა. 100-ობით კილოგერცზე იგი იღებდა 15 მილიონ ვოლტს. ამ ტრანსფორმატორში ტრანსფორმაციის კოეფიციენტი დაცული არ არის. გამოსავალზე ძაბვა იმდენად დიდია, რომ გათვლებს არ ემორჩილება.

ნიკოლა ტესლა ახდენდა ელექტრომაგნიტური ენერგიის უმავთულოდ გადაცემას, ააგო პირველი რადიოგადამცემი. 1893 წელს მისურის შტატის ქალაქ სენტ-ლუისში ტესლამ მოახდინა რადიოკომუნიკაციის დემონსტრირება  და ახსნა მოქმედების პრინციპები. ლაპარაკობდნენ, რომ მან შექმნა ავტომობილი, რომელიც საწვავს არ იყენებდა და გაუგებარი იყო თუ საიდან იღებდა ენერგიას. 1895 წელს მეცნიერმა შექმნა გენერატორი. მიღწევები ჰქონდა აირის გათხევადების საკითხში. ლორდ კელვინის აღმოჩენებამდე ტესლამ იცოდა, რომ თხევადი აირი შთანთქავს მეტ სიმხურვალეს, როცა ხელახლა ხდება მისი გაზიფიცირება.     მოგვიანებით ნიკოლა ტესლამ წარმოადგინა ელექტროენერგიის უსადენო გადაცემის მსოფლიო სისტემის მოდელი, რომელიც დამოკიდებული იყო დედამიწის ელექტროგამტარობაზე. ამ პრინციპების მიხედვით, მაღალი სიმძლავრის ულტრაიისფერი სხივი შეიძლებოდა გამოყენებული ყოფილიყო მიმღებ-გადამცემი სადგურების თავზე ვერტიკალური იონიზებული არხის შესაქმნელად. იგივე პრინციპები გამოიყენება დღეს მეხამრიდებსა და ელეტროშოკურ იარაღებში, განიხილება ასევე ავტომობილის შესაჩერებელ მოწყობილობებში გამოსაყენებლად.

მან განაგრძო ლექციების კითხვა ჯერ ამერიკაში, შემდეგ ევროპაში. კათედრაზე ყველას თვალწინ 300 000 ვოლტს თავის სხეულში ატარებდა. მის გარშემო გვირგვინისებური განმუხტვის ნათება ჩნდებოდა, მისი თითებიდან კი მცირე ზომის ელვები გამოდოდნენ. იგი აიძულებდა ელექროძრავებსა და ნათურებს ჩართულიყვნენ ყოველგვარი სადენების გარეშე. მეცნიერულ წრეებში გიჟური სიჩუმე სუფევდა.

1897 წელს ტესლა ნიუ-იორკიდან დაუსახლებელ მთიან ადგილას მიემგზავრება და აშენებს დიდ ლაბორატორიას ელვის შესასწავლად. აქ იგი აღმოაჩენს „მდგარი ელექტრული ტალღები“-ს ეფექტს, რომლების ელვის პროვოცირებას ახდენენ და ჭრიან ენერგიის უსადენო გადაცემის პრობლემას. არც ისე დიდი ზომის კოშკმა, რომელიც მიერთებული იყო ადგილობრივ ელექტროსადგურთან ისეთი რაოდენობის ენერგია გასტყორცნა სივრცეში, რომ მთელ ოლქში ღამე გადაიქცა დღედ. გენერატორმა კი გადატვირთვას ვერ გაუძლო და გადაიწვა.

1900 წლის მიწურულს ნიუ-იორკთან ახლოს, ამერიკელი მილიონერის მხარდაჭერით, იწყებს ენერგიის უკაბელო გადაცემის სისტემის მშენებლობას – ეს არის ვორდენკლიფის კოშკი. მისი სიმაღლე 57 მეტრი იყო, ჰქონდა გუმბათი, რომლის დიამეტრიც 21 მეტრს შეადგენდა. გუმბათი წარმოადგენდა ნახევარსფერული ფორმის 55 ტონიან ფოლადის (სხვა ცნობით, სპილენძის) სტრუქტურას. იგი ახდენს ენერგიის გადაცემას კონების სახით დედამიწის იმ წერტილში, რომელიც მისი ადგილსამყოფელის საპირისპიროდაა განლაგებული. მის ექსპერიმენტთან  თანხვედრაში რუსეთში, ტუნგუსკაში ხდება ძლიერი აფეთქება რისი მიზეზიც დრემდე დაუდგენელია.

1897 წელს 41 წლის ტესლამ წარმოადგინა პირველი რადიოს პატენტი. 1968 წელს მან ჯერ აშშ-ის ჯარს, შემდეგ კი ,,მედისონ სქვეარ გარდენის” გამოფენას წარუდგინა რადიოკონტროლირებადი ნავის მაკეტი, რადგან მიიჩნევდა, რომ სამხედრო ძალას მსგავსი პრინციპით მოქმედი ტორპედოები გამოადგებოდა. ორი თვის შემდეგ კი რეალურ გემს მართავდა რადიო სიგნალების მეშვეობით პორტიდან 25 მილის დაშორებით. წლის მიწურულს მან განაცხადა, რომ შექმნა ადამიანის მსგავსი რობოტი, რომელსაც შეუძლია ოპერატორის ყველა მოძრაობები გაიმეოროს. მაგრამ ეს და სხვა მრავალი გამოგონება ლაბორატორიაში საეჭვოდ გაჩენილმა ხანძარმა შთანთქა.

როცა ტესლამ მორიგი ექსპერიმენტის დროს ცა გაანათა ნიუ-იორკისა და ატლანტიკის ოკეანეს თავზე, უეცრად დატოვა ლაბორატორია და მას შემდეგ აღარ გაკარებია.  ევროპაში გამგზავრების წინ მან თავის მეგობრებს აუხსნა, რომ კაცობრიობა ჯერ არ იყო მზად მისი გამოგონებების აღიარებისათვის.

1901 წლის 12 დეკემბერს გამაოგნებელი რამ მოხდა – გულიელმო მარკონიმ უსადენო კავშირგაბმულობით ატლანტის ოკეანის იქით (კანადიდან დიდ ბრიტანეთში) წარმატებულად გაგზავნა სიგნალი, რითაც ნიკოლა ტესლას პიონერობის იმედები დაუმსხვრია. მარკონის შემოქმედებაში თითქმის არაფერი ყოფილა ახალი და ძირითადად ტესლას იდეების ასლს წარმოადგენდა. 1943 წელს აშშ-ში უზენაესი სასამართლოს სხდომა გაიმართა, რომელზეც მარკონის პატენტი გაუქმებულად ცნეს და ტესლას მიაკუთვნეს. რადიოსა და უკაბელო კავშირის შემქმნელად ისევ ტესლა აღიარეს. 1906 წელს თავის 50-ე დაბადების დღეზე ტესლამ წარმოადგინა ტურბინა, რომლის სიმძლავრეც იყო 200 ცხენის ძალა (150 კილოვატი), ბრუნვის სიხშირე კი – წუთში 16 000. 1910-1911 წლებში ნიუ-იორკში მდებარე ,,Waterside Power Station”-ში მისი ტურბინები გამოსცადეს 100-5000 ცხენის ძალაზე.

ტესლას დღიურები შეიცავს იმ ექსპერიმენტების განხილვას, რომლებიც იონოსფეროსა და ტელურულ დენებს ეხებოდა. თავის ლაბორატორიაში ტესლამ დაამტკიცა, რომ დედამიწა გამტარია და ამაზე დაყრდნობით ხელოვნური ელვა შექმნა, რომლის მუხტიც მილიონობით ვატი იყო, სიგრძე კი – 40 მეტრზე მეტი. ნიკოლა ტესლა აქტიურად იკვლევდა გზებს, რათა ენერგიის დიდ მანძილზე უსადენოდ გადაცემა მოეხერხებინა (რაც მოკლე მანძილზე განივი ტალღებით მოხდებოდა, გრძელზე კი – გრძივით). მან მიწის გავლით გადაგზავნა ძალიან დაბალი სიხშირის ელექტრომაგნიტური რადიაცია დედამიწის ზედაპირიდან ჰევისაიდ-კონოლის ფენამდე (90-150 კმ ზედაპირიდან). მათემატიკური გამოანგარიშებებითა და აღრიცხვებით მან დაადგინა, რომ დედამიწის რეზონანსული სიხშირე დაახლოებით 8 ჰერცი იყო. 1950-იანებში მკვლევარებმა ეს გამოთვლა დაადასტურეს და მოგვიანებით ,,შუმანის რეზონანსი” უწოდეს.

I მსოფლიო ომის პერიოდში ტესლამ წამოაყენა იდეა, გამოეყენებინათ რადიოტალღები გერმანული წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად (იმ პერიოდისთვის ჯერ კიდევ უცხო ტექნოლოგიაა, რომელსაც ამჟამად ,,რადარს” უწოდებენ). ტომას ედისონმა ამ იდეას სასაცილო და უაზრო უწოდა. 1928 წელს მიიღო საჰაერო ტრანსპორტირების აპარატის გამოგონება, რომელიც ვერტიკალური აფრენისა და დაშვების შესაძლებლობის მქონე თვითმფრინავის პირველ მაგალითს წარმოადგენდა. 1931 წლის მიწურულს ტესლამ გამოუშვა ნაშრომი სახელად ,,ჩვენი მომავალი მამოძრავებელი ძალა”, სადაც ოკეანის თერმული ენერგიის გარდაქმნის სისტემა აღწერა.

გამანადგურებელ იარაღზე ტესლა ადრეული 1900-იანებიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა. 1937 წელს მან დაწერა ტრაქტატი სახელად ,,ბუნებრივ გარემოში კონცენტრირებული ენერგიის პროექტირების ხელოვნება”, რომელიც ეხებოდა დამუხტული ნაწილაკების სხივს. ტესლამ გამოაქვეყნა დოკუმენტი, რათა ვრცლად განემარტა ტექნიკური მხარე იმ ,,სუპერიარაღისა, რომელიც ყველანაირ ომს ბოლოს მოუღებდა”. ეს ტრაქტატი ამჟამად ინახება ნიკოლა ტესლას მუზეუმის არქივში, ქალაქ ბელგრადში. ის აღწერს ღია დაბოლოების მქონე ვაკუუმის მილს, რომელიც ნაწილაკებს გამოსვლის საშუალებას აძლევდა, ასევე მეთოდს, რომელიც ნაწილაკებს მუხტავდა მილიონობით ვატამდე და მეთოდს, რომლის მეშვეობითაც ნაწილაკების სხივის შექმნა და სამიზნეზე მიმართვა იყო შესაძლებელი.

ჩანაწერები მიუთითებს, რომ მოწყობილობა დაფუძნებული იყო ვერცხლისწყლის ან ვოლფრამის ატომების ჯგუფის მჭიდრო დინებაზე, რომელსაც მაღალი ძაბვის დენი აჩქარებდა. ტესლას თქმით, მოწყობილობა ამოქმედებისას გამოტყორცნიდა ენერგიის მძლავრ ნაკადს, რომელიც მაშინვე ჩამოაგდებდა მტრის 10 000 თვითმფრინავს 200 მილის (322 კმ) მანძილზე, არმიას კი სავალ ბილიკზევე მოუღებდა ბოლოს. ტესლა შეეცადა, აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო დაეინტერესებინა, ასევე შესთავაზა თავისი გამოგონება ევროპის ქვეყნებს. მაგრამ ტესლას სამწუხაროდ, არცერთი ქვეყნის მთავრობა არ დათანხმდა ამ მოწყობილობის აგებაზე, ამიტომ მისი გეგმა სისრულეში ვერ მოვიდა.

ნიკოლა ტესლას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თეორიული გამოგონება მოიხსენიება, როგორც ,,ტესლას მფრინავი მანქანა”, რომელიც მოგვაგონებს იონომფრენს. ტესლა ირწმუნებოდა, რომ მისი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი მიზანი იყო, შეექმნა ისეთი მფრინავი აპარატი, რომელსაც არ დასჭირდებოდა თვითმფრინავის ძრავა, ფრთები, ელერონი (ფრთების ბოლოების მოძრავი ზედაპირი, რომელიც საჭიროა წონასწორობის დასაცავად), პროპელერები ან ბორტზე განლაგებული საწვავის მარაგი. ტესლას შემუშავებული ჰქონდა ისეთი თვითმფრინავის იდეა, რომელიც იმუშავებდა ელექტროძრავზე, რასაც თავის მხრივ მიწაში ჩაფლული სადგურები მოამარაგებდნენ ენერგიით. ასეთი აპარატის თეორიული შესახედაობა სიგარის ან ლამბაქის ფორმის იქნებოდა. არსებობს თეორია, რომ მეოცე საუკუნეში აქტიურად გამოჩენილი ე.წ. ,,ამოუცნობი მფრინავი ობიექტები” სწორედ ამ ტექნოლოგიაზე მომუშავე მექანიზმები იყო.

1544532_743687602338043_4828633841384311824_n

ნიკოლა ტესლა პირველი უდიდესი მეცნიერია რომელმაც უარი განაცხადა ნობელის პრემიაზე. მას მთელი მსოფლიოს ფიზიკოსები თვლიან უდიდეს გენიად.

სიცოცხლის ბოლო 10 წელი ტესლამ გაატარა სასტუმრო ,,ნიუ-იორკერის” 33-ე სართულზე, 3327-ე ოთახში. ის ხშირად ამბობდა, რომ ყოველდღე სტუმრობდა თეთრი მტრედი. მეცნიერის ბიოგრაფების ნაწილი მიიჩნევს, რომ ტესლა თავის ნაშრომებსა და საკუთარ თავს აღიქვამდა ამ მტრედად, ხოლო მტრედის სიკვდილი ბოლო დარტყმა იყო მისთვის. სიცოცხლის ბოლო პერიოდში ნიკოლა ტესლა ვეგეტარიანელი გახდა. ამერიკულ ჟურნალ ,,The Century Magazine”-ში დაბეჭდილ სტატიაში ის ამბობს: ,,ჩემი აზრით, უდავოდ უმჯობესია, მოვიყვანოთ ბოსტნეული, რადგან ვეგეტარიანელობა არის არაჩვეულებრივი გადახვევა გავრცელებული ბარბაროსული წესიდან”. ტესლა მუდმივად კამათობდა ხორცით კვების საკითხზე. ამბობდა, რომ მსგავსი რამ დაუშვებელია, რადგან მსოფლიოში ადამიანთა ძალიან დიდი ნაწილი შიმშილობს. ის ასევე თვლიდა, რომ მცენარეული საკვები იყო ,,ხორცზე აღმატებული როგორც მექანიკურ, ისე გონებრივ საკითხებში”, ხოლო ცხოველთა ხოცვა გახლდათ ,,უზნეობა და სისასტიკე”.

ნიკოლა ტესლა გარდაიცვალა სატუმრო „ნიუ-იორკერ“-ში 7 იანვარს 1943 წელს. დაკრძალვას 2000 ადამიანი ესწრებოდა. ამერიკულ და სერბულ დროშებში გახვეული კუბო ნობელის პრემიის ლაურეატებს მიჰქონდათ. მისასამძიმრებელი სიტყვა გაავრცელა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის აშშ-ის პირველმა ლედიმ ელეანორა რუზველტმა და ვიცე-პრეზიდენტმა ჰენრი უოლესმა. მოგვიანებით ტესლას სხეულს კრემაცია გაუკეთეს, ფერფლი კი ბელგრადში გაგზავნეს 1957 წელს.

ტესლას ნამუშევრების ნაწილი მისი სიცოცხლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახებოდა. ისინი FBI-ის თანამშრომლებმა გამოიკვლიეს და ,,Top Secret”-ის სტატუსი დაადეს. FBI-ს იმჟამინდელმა თავმჯდომარემ და ხელმძღვანელმა, ედგარ ჰუვერმა, ეს საქმე განსაკუთრებით გაასაიდუმლოვა, რისი მიზეზიც, მისი თქმით, ტესლას გამოგონებებისა და პატენტების თავისებურებები იყო. ამ დოკუმენტებმა და ტესლას ოთახიდან წამოღებულმა აპარატებმა ორი სატვირთო მანქანა გაავსო.

ტესლას ბევრ გამოგონებას დღესაც არ აქვს ანალოგი. მის მიერ დაპროექტებული ცვლად დენზე მომუშავე ძრავა ყველა დროის უდიდესი გამოგონებების ათეულშია შესული. იგი ითვლება თანამედროვე რადიო და ელექტროგადამცემი მოწყობილობების მამად. მთელი სიცოცხლის მანძილზე მან 700 პატენტი დაარეგისტრირა. მომავალთან დაკავშირებული მისი ხედვა მოიცავდა მზისა და წყლის ენერგიის ათვისებას. იწინასწარმეტყველა საპლანეტათაშორისო კომუნიკაციებისა და ხელოვნური თანამგზავრების ტექნოლოგია.

ტესლას შექმნილ პატენტებზეა დაფუძნებული დღევანდელი ელექტრული გაყვანილობები, ელექტრული ძრავები, ელექტრომობილები და ზოგადად ელექტროენერგიის სისტემა.

ერთეულთა საერთაშორისო სისტემაში მაგნიტური ველის (წარმოებულ) ერთეულს ტესლა ეწოდება. ტესლა ეწოდა ასევე მთვარის ერთ-ერთ კრატერსა და პატარა პლანეტას (2244 Tesla), სერბეთის უდიდეს ელექტროსადგურს კი ,,ნიკოლა ტესლა” დაარქვეს. კალიფორნიის ქალაქ საკრამენტოში ჩამოყალიბებული როკ-ჯგუფი ,,ტესლა” სახელს ცნობილი გამომგონებლისგან იღებს.

ელექტრომობილების მწარმოებელმა კომპანიამ ,,Tesla Motors”-მა ეს სახელი მეცნიერის პატივსაცემად დაირქვა.

ბესიკ მაისურაძე

 

Leave a Reply