ზოგიერთი უშუქო სოფლის ელექტროფიცირება მზის ენერგიით მოხდება

ზოგიერთი უშუქო სოფლის ელექტროფიცირება მზის ენერგიით მოხდება

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, მცხეთა-მთიანეთის მხარის გუბერნატორმა ნუგზარ ყიფიანმა და დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვაჟა ჩოხელმა, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კაწალხევში ახლად აშენებული ელექტროგამანაწილებელ ქსელი დაათვალიერეს.

როგორც ენერგეტიკის სამინისტროში აცხადებენ, სოფელ კაწალხევში მცხოვრები 21 ოჯახი, რომლებსაც 20 წელზე მეტია ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, დღეიდან ელქეტროენერგიას მოიხმარენ.

“სოფელი კალწახევის ელექტროფიცირებისათვის აშენდა 4კმ სიგრძის 10 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზი, დამონტაჟდა 1 ერთეული 63კვა სატარნსფორმატორო ქვესადგური, აშენდა 3,67 კმ სიგრძის გამანაწილებელი ქსელი და განხორციელდა ინდივიდუალური გამრიცხველიანება. საპროექტო სამუშაოები შპს “ჰიდრომ” , ხოლო სამშენებლო სამუშაოები შპს “რედკომ” შეასრულა. განხორციელებულ სამუშაოებზე 157 ათასი ლარი დაიხარჯა”, – ნათქვამია განცხადებაში.

ვიცე პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.  მისი განცხადებით წლის ბოლომდე დასრულდება ყველა იმ სოფლის ელექტროფიცირება, რომლებსაც დღემდე ელექტროენერგია არ მიეწოდება. კალაძის განცხადებით იმ სოფლებში სადაც ელექტროენერგიის შეყვენა ძვირი ჯდება, მისი მიწოდება მზის პანელების საშუალებით მოხდება.

„დუშეთის რაიონ სოფელ კაწალხევში დასრულდა ელექტროფიცირების სამუშაოები. ეს სოფელი გახლავთ ერთ-ერთი იმ სოფლებიდან, რომელსაც 25 წლის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. აქ დაახლოებით 20-22 ოჯახი ცხოვორბს და დარწმუნებული ვარ უფრო მეტი ადამიანი დაუბრუნდება ამ სოფელს, რადგან უკვე აქვთ ელექტროენერგიით სარგებლობის საშუალება. ზოგადად მინდა გითხრათ, რომ ელექტროფიცირების პროცესში ჩვენი მხრიდან, გუბერნიის მხრიდან და მუნიციპალიტეტის მხრიდან მაქსიმალურად ხელშეწყობა იქნება. დანარჩენ სოფლებს, რაც შეეხება სამუშაოები მიმდინარეობს ყველა იმ უშუქო სოფელში რომელიც ჩვენს მიერ იყო მოძიებული და წლის ბოლომდე ელექტროენერგიის მიწოდება დასრულებულ იქნება. ასევე ჩვენ გვაქვს ისეთი სოფლები სადაც ელექტროენერგიის მიყვანა საკმაოდ ძვირი გვიჯდება და ასეთი სოფლებისთვის ვაპირებთ ელ.ენერგიის მზის პანელებით მიწოდებას. ვფიქრობ ძალიან საინტერესოა და ასეთი მეთოდი ჩვენთვისაც სიახლეა“- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ

Leave a Reply