ბოლო წლების განმავლობაში მეცნიერებისა და ტექნიკოსების მხრიდან ძალიან აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ალტერნეტიული ენერგიის წყაროების მოსაძიებლად. სულ რაღაც 2 ათეული წელია, რაც ოკეანის მოქცევით გამოყოფილი კინეტიკური ენერგიის გარდაქმნის და მისი საყოფაცხოვრებო მიზნებით გამოყენების იდეა დაიბადა. ამ მიმართულებით საკმაოდ საინტერესოდ განვითარდა მოვლენები და დღეს რამოდენიმე ოკეანის ელექტროსადგური უკვე არსებობს.
დედამიწის ზედაპირის 71 პროცენტი წყლით არის დაფარული. ოკეანეში მოქცევები მონოტონურად მოძრაობს, რაც იმის საშუალებას იძლევა, რომ აღნიშნული ენერგია ათვისებული იქნას. მაგრამ მოქცევის ენერგიის ათვისება არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, როგორც უკვე ითქვა, ოკეანე კინეტიკური ენერგიის უსაზღვრო რეზერვუარია, თუმცა, ამ ენერგიის ათვისების პროცესში საკმაოდ ბევრი პრობლემა იკვეთება, რომელიც ოკენის თავისებურებებით არის გამოწვეული.
საკმაოდ დიდ პრობლემას წარმოადგენს ოკეანის მარილიანი წყალი, რომელიც წყალში განთავსებულ ელექტროსადგურის დეტალებს დაჟანგვისა და გაფუჭების საშიშროებას უქმნის.
აქვე აქტუალურია ოკენის ბინადრების საკითხი, რომლებიც წყალში მოთავსებულ უცხო სხეულს ვერ ეგუებიან და ხშირ შემთხვევაში ელექტროსადურის მუშაობის პროცესს აფერხებენ.
ელექტროსადგურის მდგრადობის კუთხით საკმაოდ მნიშვნელოვანია ოკეანის ეპიცენტრში არსებული შტრომები და ძლიერი ტალღები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან როგორც ელექტროსადგურის ისე გადამცემი ქსელების მდგრადობას.
ელექტროსადგურის განთავსების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ლოგისტიკის საკითხი. დაგეგმვის დროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ლოკაციას, ადგილი უნდა შეირჩეს ისე, რომ არ იყოს იმდენად ძლიერი მოქცევა, რომელიც საფრთხეს შეუქმნის სადგურის გამართულად მუშაობას. ლოკაციის შერჩევის პროცესში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია წყალქვეშა გადამცემი ხაზების განთავსების ადგილების სწორად შერჩევა ისე, რომ სათევზაო და საბრძოლო წვრთნების ადგილებს აცდენილი იქნეს.
ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემური საკითხები ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევებია ოკეანის ენერგიის ათვისების პროცესში და ამ მიმართულებით საკმაოდ აქტიურად მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტი.
„ენერგო დეპარტამენტის ფონდი მოიცავს პროექტების ფართო სპექტრს რომელთა მიზანია გაზარდოს ტალღის ენერგიის გამზომი რაოდენობა და ხარისხი, ასევე შემადგენელი კომპონენტების კაბელების, ლუქების და ელექტრონიკის გაუმჯობესება და წარმოება. ჩვენ ასევე ვაწარმოებთ კვლევებს რომლებიც დაეხმარებიან მწარმოებლებს ზუსტად განსაზღვრონ ოკეანის ენერგიის მისაღები ადგილები.“- ნათქვამია ამერიკის შეერტებული შტატების ენერგეტიკის დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში.