ენერგეტიკა ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული დარგია

ენერგეტიკა ჩვენი ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული დარგია

ვიცე-პრემიერმა/ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველო – იტალიის პირველი ენერგეტიკული ბიზნესფორუმი გახსნა. ფორუმზე სიტყვით გამოვიდა იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი. ფორუმს ესწრებოდნენ თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე და წევრები, ასევე გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე.

ფორუმში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სფეროში იტალური საკონსულტაციო კომპანია „Nomisma Energia“-ს მიერ მოწვეულმა იტალიურმა კომპანიებმა, რომლებიც ამ სფეროში პოტენციური ინვესტორები არიან.

კონფერენციის მიზანია საქართველოს ენერგეტიკის სფეროში არსებული გამოწვევებისა და სამომავლო განვითარების პერსპექტივების განხილვა, ასევე პოტენციური ინვესტორების მოზიდვა, რაც დაეხმარება სექტორის განვითარებას.

ფორუმი თიბისი ბანკის მხარდაჭერით ტარდება და მისი ორგანიზატორები არიან საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF) და იტალიური საკონსულტაციო კომპანია „Nomisma Energia”. თავისმხრივ ფორუმის მხარდამჭერი გახლავთ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო

ფორუმის შემდგომ ჯურნალისტებთან სიტყვით გამოვიდა საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი/ვიცე პრემიერი კახა კალაძე, რომელმაც ქვეყნის ენერგეტიკულ პოტენციალსა და ინვსტიციების საჭიროებაზე ისაუბრა

„ეს გახლავთ პირველი იტალიურ ქართული საერთაშორისო ბიზნეს ფორუმი. ასეთ წამოწყებას მივესალმები და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. იტალიური კომპანიები ჩვენს დარგში ნაკლებად არიან შემოსულები და ვფიქრობ, ჩვენ გვექნება საშუალება, რომ გავაცნოთ დარგში არსებული მდგომარეობა. დარწმუნებული ვარ იტალიელებიც ჩაერთვებიან სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში. თქვენ იცით, რომ ენერგეტიკა ჩვენი ხელისუფლებისთვის არის პრიორიტეტული დარგი, რადგან ენერგეტიკაზე არის დამოკიდებული  ქვეყნის ეკონომიკის განვითარება და წინსვლა. ამიტომ ჩვენ ამ მიმართულებით ძალიან საინტერესო პროექტებს ვახორციელებთ და დარწმუნებული ვარ ასეთი პროექტები მომავალშიც გაგრძელდება. თქვენ იცით, რომ საქართველო ძალიან მდიდარია თავისი წყლის რესურსებით და ამას უნდა რაციონალურად გამოყენება ასევე ქარის ელექტროსადგურების განვითარება არის ძალიან აქტუალური თემა და ვფიქრობ ამ მიმართულებითაც იქნება ინტერესი გამოხატული.“ -განაცხადა კახა კალაძემ

Leave a Reply