რუსეთი ირანული ნავთობის იმპორტს იწყებს

რუსეთსა და ირანს შორის ბარტერული გარიგების შესახებ მოლაპარაკებები უკვე 6 თვეზე მეტია მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ნავთობის სანაცვლოდ სხვადასხვა საქონლის გაცვლას.

როგორც კრემლში აცხადებენ, მოლაპარაკებების მიხედვით ირანი ვალდებულია ყოველდღიურად 500 ათასი ბარელი ნავთობი მიაწოდოს რუსეთს.

“ნავთობის ექსპორტიდან მიღებული შემოსავლით, ჩვენ ვგეგმავთ შევიძინოთ რუსეთისგან ისეთი ტიპის საქონელი, როგორიცაა ფოლადი და ხორბალი”, – აცხადებს ირანის წარმომადგენელი.

2012 წლის შემდეგ ირანის ნავთობ-ექსპორტი დაახლოებით ორჯერ არის შემცირებული, რაც დასავლური ძალების მიერ დაწესებული სანქციების “დამსახურებაა”.

სანქციების მოხსნასა და ირანული ნავთობის ბაზარზე დაბრუნების შესახებ საუბარი უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს ირანსა და 7 სხვა სახელმწიფო შორის და შედეგების გასაჯაროება მიმდინარე თვოს ბოლო რიცხვებისთვის არის დაგეგმილი.

მოლაპარაკებების მიმდინარეობისას მხარეებს შორის წარმოქმნილი გარკეული უთანხმოებების გამო ირანმა მუშაობა დაიწყო ეგრედწოდებულ “წინააღმდეგობის ეკონომიკაზე”. სწორედ ამ ალტერნატიული გეგმის ნაწილია ბარტერული გარიგება რუსეთთან, რომელიც დაახლოებით 20 მილიარდი დოლარის ინვესტიციას მოიცავს.

გიორგი კაპანაძე

Leave a Reply