ჯონ დი როკფელერის ოჯახის კუთვნილი ფონდი, რომელიც კომპანია “სტანდარდ ოილის” აქტივებითაა გამაგრებული, მხარს უჭერს აფრიკისთვის განკუთვნილ 118 მილიონ დოლარად ღირებულ პროგრამას, რომელიც ქარისა და მზის ენერგიის გამოყენებას ისახავს მიზნად.
ამის შესახებ ნათქვამია გაზეთ “ფაინენშალ თაიმსის” სტატიაში, რომლის ავტორის ენდრიუ უარდის თანახმად, ესაა ფონდის მიერ წინ გადადგმული ნაბიჯი განახლებადი ენერგიის გამოყენების მიმართულებით. bns gold როგორც ცნობილია, “ძმები როკფელერების ფონდმა” არც თუ ისე დიდი ხნის აუწყა თავისი გეგმების შესახებ – დროთა განმავლობაში საერთოდ ხელი აიღოს ინვესტირებაზე წიაღისეულ საწვავში. buy bns items სტატიაში ვკითხულობთ:
“ძმები როკფელერების ფონდი მონაწილეობს ინვესტორების კონსორციუმში, რომელსაც ირლანდიური ჯგუფი “მეინსტრიმი”უდგას სათავეში. cheap ffxiv items კონსორციუმი მიზნად ისახავს აფრიკაში, საბოლოო ჯამში 1.3 გიგავატის ენერგო-პროგრამის განხორციელებას, პროგრამისა, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი წიაღისეული საწვავის გამოყენებისგან. cheap bns items პროგრამის განხორციელება 2018 წლისთვისაა დაგეგმილი. ეკოლოგიურად სუფთა ენერგო-მოხმარებაზე გადასვლა დაგეგმილია გამომდინარე კლიმატური ცვლილების მოსაზრებიდან.
ფონდის ამ გეგმებმა კრიტიკა გამოიწვია ნავთობის ინდუსტრიის წრეებში, რადგან ამგვარი ნაბიჯი მიიჩნიეს ღალატად ინდუსტრიისა, რომელზეც როკფელერებმა თავიანთი იმპერია დააარსეს და დიდძალი ქონება დააგროვეს. კრიტიკოსებს უპასუხა სტივენ ჰაინცმა, როკფელერების ფონდის პრეზიდენტმა, რომლის განცხადებით, განახლებად ენერგიაზე გადასვლა სრულიად შესაბამება როკფელერთა ოჯახის სულისკვეთებას.
“ჯონ დი როკფელერს მომავლის ხილვის საოცარი უნარი გააჩნდა. buy bns gold სწორედ მან განჭვრიტა თავის დროზე, რომ ნავთობი მსოფლიოს იერსახეს შეცვლიდა. დღეს ცოცხალი რომ ყოფილიყო, იგი “მწვანე ენერგიას” ნამდვილად მიაკუთვნებდა დიდ მომავალს” – დასძინა ფონდის პრეზიდენტმა.
უნდა აღინიშნოს, რომ 816 მილიონი დოლარის მოცულობის ფონდის დაახლოებით 3.3 პროცენტია ინვესტირებული წიაღისეულ საწვავში, მეტწილად ნავთობისა და გაზის კომპანიებში. თუმცა, ეს მნიშვნელოვანი შემცირებაა ორი წლის წინანდელი 7 პროცენტიდან, როცა ფონდის ხელმძღვანელობამ განაცხადა განახლებად ენერგიაზე გადასვლის გეგმების შესახებ” -ნათქვამია გაზეთის სტატიაში.
სტატიაში ასევე აღნიშნულია:
“ფონდი 1940 წელს დაარსეს ჯონ დი როკფელერის შვილებმა. კონცეპტუალურად იგი მიზნად ისახავდა სამართლიან, მდგრად და მშვიდობიან მსოფლიოს.