ცვლილებები, რომლებიც მომდეცნო 25 წლის განმავლობაში ბაზარს გარდაქმნის
მოთხოვნა გაანხლებად ენერგიაზე ყოველდღიურად მატულობს. მსოფლიო ენერგეტიკის გავლენიანი წარმომადგენლების პროგნოზებით მომდევნო წლების განმავლობაში ამ სფეროში ტრილიონობით დოლარის ინვესტირება იგეგმება, რაც საფუძვლიანად შეცვლის ელექტროენერგიის მიღების გზებს. Bloomberg New Energy Finance აქვეყნებს მონაცემებს, თუ როგორი სახე შეიძლება მიიღოს გლობალურმა ბაზარმა 2040 წლისთვის.
მზის ენერგიის ფასები
მზის სხვივების გამოყენებით მოპოვებულ ენერგიაზე ფასები შემცირებას განაგრძობს და ეს პროცესი გაგრძელდება სანამ უიაფეს ნიშნულს არ მიაღწევს, რათა განვითარებადი ქვეყნების ბაზარზე ადვილად დაიმკვიდროს ადგილი. ასევე მოსალოდნელია ფოტოელექტრონული მზის სადგურების ღირებულების შემცირება, მიუხედავად იმისა, რომ წიაღისეული საწვავის ფასები დღითიდღე იზრდება.
დაბალი ფასები მზის ენერგიას ბაზარზე თითქმის უკონკურენტოს გახდის. მისი მოპოვების მარტივი და რაც მთავარია იაფი გზები საშუალებას იძლევა ელეტროენერგიის მიღების ტრადიციული და უკვე მოძველებული გზები შეიცვალოს.
ინვესტიციები
შესაბამისი დათვლების საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში მზის ენერგიაში 3.7 ტრილიონი დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.
ქვემოთ მოცემულ სქემაში ნაჩვენებია, თუ რა წილს დაიკავებს ბაზარზე მზის, ქარისა თუ სხვა განახლებადი ენერგიები:
დეცენტრალიზებული რევოლუცია
მზის ენერგიით საცხოვრებელი სახლებისა თუ სხვა ნაგებობების მომაგარება შესაძლებელია სახურავზე დამონაჟებული მზის ბატარეებით. 2040 წლისთვის მსოფლიოში მოპოვებული ელექტროენერგიის 13% მზის ბატარეებით იქნება მოპოვებული.
გლობალური მოთხოვნა მცირდება
მართალია, მსოფლიო დამოკიდებულება ელექტრონულ ტექნიკაზე იზრდება, თუმცა მოთხოვნა ელექტროენერგიაზე მცირდება, ამის მიზეზი სწორი ენერგოეფექტურობის პოლიტიკაა.
უკანასკნელი წლების განმავლობაში მსოფლიოში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებისთვის უარმავი რამ გაკეთდა თუმცა მომდევო 25 წლის განმავლობაში მოსალოდნელია გლობალური მოთხოვნის ყოველწლიურად 1.8%-იანი ზრდა.
მოცემულ გრაფიკში ნაჩვენებია ეკონომიკის ზრდისა და ენერგეტიკის ეფექტიანობის შედარება. რაც უფრო მეტად იზრდება ეკონომიკა, მით უფრო მცირდება ენერგიის მოხმარება.
კლიმატური საფრთხე
განახლებადი ენერგიის გამოყენებაზე გადასვლა საკმაოდ სწრაფად ხდება, თუმცა არც ისე სწრაფად, რომ გლობალური დათბობის საფრთხე გაანეიტრალოს.
დაახლოებით 8 ტრილიონი დოლარის ინვესტირება იგეგმება განახლებადი ენერგიის პროექტებში. თუმცა, რაიმე სახის დამატებითი პოლიტიკის გატარების გარეშე, ენერგო სადგურებისგან გამომუშავებული ნახშირორჟანგით გამოწვეული გლობალური დაბინძურება გაგრძელდება და 2040 წლისთვის იქნება 13%-ით მეტი ვიდრე დღეს არის.
გიორგი კაპანაძე