გზშ–სა და საინჟინრო გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი შეფასებები უნდა იყოს

გზშ–სა და საინჟინრო გადაწყვეტილებებზე უმკაცრესი შეფასებები უნდა იყოს

კომპანია „ტრანს ელექტრიკა ჯორჯია“ ტექნიკურმა ხელმძღვანელმა, დავით მირცხულავამ გარემოზე ზემოქმედების ანგარიშების მოზადებისა და საინჟინრო გადაწყვეტილებების მართებულობაზე ისაუბრა

“რაც შეეხება ჰიდროპროექტებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებასა და საინჟინრო გადაწყვეტილების მართებულობაზე უმკაცრესი შეფასებები უნდა არსებობდეს. ზოგადად, ნებისმიერ ასეთ პროექტზე, ღია და გამჭვირვალე პროცესები უნდა წარიმართოს, მაგრამ ამავდროულად, სახელმწიფოს პრიორიტეტი სწორედ ასეთი პროექტების განხორციელება უნდა იყოს, რაც რეალურად, თითოეული ქართველის სიმდიდრეა. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ამა თუ იმ პროექტის პატრონი, ეს ჩვენს ტერიტორიაზე არსებული ობიექტებია, რომლებიც სამუდამოდ ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობას მოხმარდება”, – განაცხადა მირცხულავამ.

მირცხულავამ ხუდონჰესის პროექტზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ “საინჟინრო, ასევე საინჟინრო- გეოლოგიური მიმართულებებით, ეს ნაგებობა ძალიან კარგადაა შესწავლილი და უამრავი ექსპერტის დასკვნაც არსებობს.

ზოგადად, ჩვენი კომპანია ღია და გამჭვირვალეა, ნებისმიერ შენიშვნას კარგად ვაანალიზებთ. ყველა ადგილობრივ თუ საერთაშორისო სპეციალისტს ვთხოვ, რომ პროექტის განხილვაში მონაწილეობა მიიღონ და საკუთარი შენიშვნებიც წარმოგვიდგინონ. წინასწარ მინდა მადლობა გადავუხადო მათ და ვეცდებით, ხუდონთან დაკავშირებული ყველა შენიშვნა გავითვალისწინოთ. ხუდონი უპრეცედენტო პროექტია, რადგან თავის დროზე, მსოფლიო ბანკმა, ამ პროექტთან დაკავშირებით, საერთაშორისო სპეციალისტების საბჭო შექმნა, მათი დასკვნაც გვაქვს და შენიშვნებიც, თუ რა უნდა გაგვეკეთებინა”, – აღნიშნა დავით მირცხულავამ.

ენერგოპლატფორმა

Leave a Reply