Author Archives: admin

საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების დანერგვის პროექტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა

დღით ადრე, დღიური, საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრების დანერგვის პროექტის ფარგლებში, „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სათავო ოფისში საკონსულტაციო კომპანიების (Nord Pool Consulting AS, Omnia და SIEMENS) ექსპერტების, სსე-ის თანამშრომლებისა და „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ წარმომადგენლების ერთობლივი სამუშაო შეხვედრები გაიმართა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ენერგეტიკული ბაზრის კონცეფცია, ელექტროენერგიის ბაზრის წესები, ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის დანერგვის მექანიზმები და პროექტის სამოქმედო გეგმა. შეხვედრები დისკუსიის ფორმატში წარიმართა. ენერგეტიკული ბაზრის ...

Read More »

Интер РАО სტოკჰოლმის არბიტრაჟისგან საქართველოსთვის დაკისრებული 80-მილიონიანი კომპენსაციით უკმაყოფილოა და თანხის გაზრდას მოითხოვს

სტოკჰოლმის საარბიტრჟო სასამართლომ რუსულ Интер РАО და საქართველოს მთავრობას შორის დავა რუსული კომპანიის სასარგებლოდ გადაწყვიტა და ქართულ მხარეს კომპანიისთვის 80 მლნ დოლარის გადახდა დააკისრა. ინფორმაციას რუსული ტელეარხის, „როსია1“-ის საინფორმაციო გამოშვება „Вести“ ავრცელებს. სარჩელი ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა შვილობილმა კომპანია Inter RAO-მ შეიტანა, რომელიც საქართველოში ორი ჰიდროელექტროსადგურის, „ხრამი-1“-სა და „ხრამი-2“-ის მფლობელია. მას, ასევე, კომპანია „თელასის“ ელექტროქსელის 75% ეკუთვნის. 2017 წელს მოსარჩელეები საქართველოს ხელისუფლებისგან ...

Read More »
დიდუბე-ჩუღურეთის აბონენეტების ნაწილს გაზმომარაგება შეეზღუდება

დღეიდან რეგიონებში კომერციული სექტორისთვის გაზის ტარიფი გაძვირდა

2021 წლის პირველი დეკემბრიდან „სოკარ ჯორჯია გაზის“ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, 1მ3 ბუნებრივი გაზს 20 თეთრით აძვირებს და ტარიფი ერთი ლარი და 15 თეთრი იქნება. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 2 ნოემბერს გახდა ცნობილი, როდესაც კომპანიამ განაცხადა, რომ ფასის კორექტირების აუცილებლობა მომსახურებასთან დაკავშირებული დანახარჯების გაზრდისა და ენერგომატარებლების მსოფლიო ფასის ცვლილებით იყო განპირობებული.

Read More »

«Интер РАО»-მ საქართველოს $80-მილიონიანი საარბიტრაჟო დავა მოუგო

რუსული მედიის ინფორმაციით, სასამართლო დავა რუსულ ენერგოკომპანია «Интер РАО»-ს და საქართველოს შორის რუსული კომპანიის სასარგერბლოდ დასრულდა – სტოკჰოლმის არბიტრაჟმა ქართულ მხარეს რუსული კომპანიისთვის $80 მლნ-ის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. საჩივარი შეიტანეს «Интер РАО»-ს შვილობილმა კომპანიებმა, რომლებიც საქართველოში თბილისის ენერგოგამანაწილებელ ქსელს და ელექტროსადგურებს „ხარმიჰესი“ და „ხარმიჰესი-2“-ს ფლობენ. 2017 წელს ისინი მოითხოვდნენ საქართველოს ხელისუფლებისგან 125 მლნ. ლარის კომპენსაციას იმ ზიანის გამო, რომელიც მათ ...

Read More »

პენსიონერები და სოციალურად დაუცველები ელექტროენერგიის საფასურს სპეციალური ვადებით გადაიხდიან

მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ. მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე, სემეკის მიერ შემუშავებული ახალი წესის მიხედვით, ელექტროენერგიის საფასურის გადახდა პენსიონერებს ყოველი თვის 16 რიცხვამდე შეეძლებათ, ხოლო ყოველი თვის 22 რიცხვამდე გადახდის საშეღავათო პერიოდით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული ...

Read More »

საქართველოს ენერგეტიკის სექტორი რეფორმების ახალ ეტაპზე გადადის

30 ნოემბერს ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ევროკავშირის მეოთხე ენერგეტიკული პაკეტი „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“ მიიღო. საქართველო, როგორც ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყანა, 2022 წლიდან ახალი დირექტივების განხორციელებას დაიწყებს, კერძოდ:  დირექტივა  2018/2001 განახლებადი ენერგიის წყაროების შესახებ – რომლის საშუალებითაც განახლებადი ენერგიის ახალი მხარდამჭერი მექანიზმები და ინიციატივები იქნება წარმოდგენილი. დირექტივა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მომხმარებელთა უფლებების დაცვასა და გაძლიერებას. დირექტივა 2018/2002 ენერგოეფექტიანობის შესახებ – მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს შენობების ენერგოეფექტიანობას და აწესებს ძველი შენობების ეტაპობრივი განახლების ვალდებულებას. მმართველობის რეგულაცია 2018/1999 ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკის დაგეგმვის, ანგარიშგებისა და მონიტორინგის ერთან წესს აწესებს. რეგულაციის ფარგლებში ევროკავშირის და ენერგეტიკული გაერთიანების წევრი ქვეყნები ვალდებულები არიან წარმოადგინონ ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმები (NECP). ელექტროენერგიის დირექტივა 2019/944 და რისკისთვის მზადყოფნის რეგულაცია 2019/941 შეიქმნება ენერგეტიკული ბაზრის ახალი, მოქნილი დიზაინი, რაც ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების ინტეგრაციას და შესაძლებლობას მისცემს მომხმარებლებს, იყვნენ ჩართულები ბაზრის ფუნქციონირებაში, თვითონ აწარმოონ, მოიხმარონ ან გაყიდონ ელექტროენერგია.   გაზის მიწოდების უსაფრთხოების რეგულაცია 2017/1938  – რომლის ფარგლებშიც მოწესრიგდება და ევროკავში ის სტანდარტებთან იქნება მოყვანილი გაზის მიწოდების უსაფრთხოების საკანონმდებლო და მარეგულირებელი ჩარჩო. ენერგეტიკულმა გაერთიანებამ ასევე მიიღო დეკარბონიზაციის საგზაო რუკა, პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც დეკარბონიზაციასთან დაკავშირებული წესებისა და რეგულაციების ეროვნულ კანონმდებლობაში გადმოტანასა და განხორციელებას ემსახურება, ამის მიზანი ევროკავშირის „მწვანე შეთანხმებით“ განსაზღვრულ ღონისძიებებთან შესაბამისობაა. შეგახსენებთ, რომ ევროპის მწვანე შეთანხმება (EU Green Deal) ევროკავშირის ახალი ინიციატივაა, რომლის მიზანია 2050 წელს ევროპა გახდეს პირველი ნახშირბადნეიტრალური კონტინენტი. შუალედურ სამიზნე მაჩვენებლად დასახულია სათბური გაზების ემისიის შემცირება 50%-ით 1990 წელთან შედარებით 2030 წლისთვის.  ევროკავშირის საკანონმდებლო ბაზასთან და სტანდარტებთან დაახლოება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რომელიც ისწრაფვის ევროკავშირში გაწევრიანებისკენ. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკის სექტორში ევროპული კანონმდებლობის გადმოტანა საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლების, ენერგეტიკული სიღარიბის შემცირების და მომხმარებელთა უფლებების დაცვის გზა და საშუალებაა.  საქართველომ უკვე დაიწყო მუშაობა ენერგეტიკის და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ სამოქმედო გეგმაზე (NECP), რაც ახალი ენერგეტიკული პაკეტის და მწვანე შეთანხმების განხორციელების მნიშვნელოვანი ნაწილია.  წყარო: WEG

Read More »

სად და რამდენით იზრდება ხვალიდან გაზის ტარიფი

ბუნებრივი გაზის 5 კომპანიის მომხმარებლებისთვის ტარიფი იზრდება. ცვლილება “ბუნებრივი გაზის ტარიფების შესახებ” სემეკის დადგენილებაში შედის, რომელიც 1-ლი დეკემბრიდან შევა ძალაში. 1 თეთრით ეზრდება ტარიფი შპს “დიდი დიღომის” მომხმარებლებს, დადგენილების მიხედვით, 1 კუბური მეტრი გაზის ფასი (დღგ-ს ჩათვლით) 57 თეთრით განისაზღვრება. შპს “თელავგაზის” მომხმარებლებისთვის (კომპანია ემსახურება თელავს) ტარიფი იზრდება 1 თეთრით და 1 კუბური მეტრის ღირებულება (დღგ-ს ჩათვლით) 58.864 თეთრი იქნება. ...

Read More »

აზერბაიჯანული ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

აზერბაიჯანის მიერ მსოფლიო ბაზარზე მიწოდებული აზერბაიჯანული Azeri LT CIF-ის ნედლი ნავთობის ფასი 2,29%-ით, 1.69 აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულის შესახებ აზერბაიჯანული report იუწყება. ერთი ბარელი აზერბაიჯანული ნავთობის ღირებულებამ 75.6 აშშ დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, Azeri LT CIF-ის ნავთობის ფასმა ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 2020 წლის 21 აპრილს მიაღწია (15,81 აშშ დოლარი), ხოლო მაქსიმალურ მაჩვენებელს – 2008 წლის ივლისში (149,66 აშშ დოლარი).

Read More »

სამხრეთკორეულმა „ხელოვნურმა მზემ“ ახალი რეკორდი დაამყარა

სამხრეთკორეულმა თერმობირთვული სინთეზის რეაქტორმა KSTAR-მა, რომელსაც „ხელოვნურ მზეს“ უწოდებენ, ახალი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. მან 100,000,000°C-ზე მეტ ტემპერატურაზე გავარვარებული პლაზმის შენარჩუნება 30 წამის განმავლობაში შეძლო. შედეგად, სამხრეთ კორეის ბირთვული ენერგიის ინსტიტუტში შექმნილმა რეაქტორმა საკუთარი რეკორდი 10 წამით გააუმჯობესა. აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა New Atlas-ი ავრცელებს. ცნობისთვის, თერმობირთვული სინთეზის რეაქტორში ისეთივე რეაქცია მიმდინარეობს, როგორიც ჩვენს მზესა და კოსმოსში არსებულ სხვა ვარსკვლავებში ენერგიის პრაქტიკულად ...

Read More »
თებერვალში ელექტროენერგიაში იმპორტის წილი შემცირდა

საქართველოს ელექტროენერგეტიკული რეალობა და მომავალი

საქართველომ უკვე რამდენიმე წელია ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყნის სტატუსი დაკარგა და ახლა მხოლოდ იმპორტიორი ქვეყანაა. შიდა გამომუშავებასთან ერთად, ქსელში სეზონურად მნიშვნელოვანი წილი მეზობელი ქვეყნებიდან შემოტანილ ენერგიას უჭირავს. მომწოდებული კი ოთხოვე მეზობელი ქვეყანაა – თურქეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი და სომხეთი. იმპორტიორების წილი პერიოდულად იცვლება. 2021 წლის 10 თვის მონაცემებით, მთავარი იმპორტიორი ქვეყანა რუსეთია, ჩამონათვალშია თურქეთი და აზერბაიჯანი. მიმდინარე წელს, რუსეთის დენზე დამოკიდებულების ზრდა, ...

Read More »